8 წლამდე: რადაში შემოიტანეს კანონპროექტი ლგბტ-ს "შეუწყნარებლობის" დასჯაზე

ლგბტ უკრაინაში. ფოტო: globallookpress.com

ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შეტანას სთავაზობენ "სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით ადამიანების შეუწყნარებლობისათვის".

უმაღლეს რადაში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს დასჯას ლგბტ-თემის წარმომადგენლების დისკრიმინაციისათვის. კანონის ინიციატორი გახდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი დენის შმიგალი, იუწყება «Страна.ua».

ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შეტანას სთავაზობენ "სექსუალური ორიენტაციის  და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანების მიმართ შეუწყნარებლობისათვის". დოკუმენტის მიღების შემთხვევაში შეტანილი იქნება ცვლილებები უკრაინის კანონში "   უკრაინაში დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და წინააღმდეგობის საფუძვლები", უკრაინის კოდექსში ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსში.

გარდა ამისა, დააზუსტებენ ტერმინოლოგიურ აპარატს და გაზრდიან უკრაინის უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა დამცველის უფლებამოსილებას.

სთავაზობენ დასჯას უმცირესობის უფლებების პირდაპირი ან ირიბი შეზღუდვების გამო,  შეუწყნარებლობის ნიადაგზე საჯარო მოწოდებების, და ასევე სხვა განზრახული ქმედებების გამო, რომლებიც მიმართულია მტრობისა და სიძულვილის გაღვივებისაკენ, იმ ქმედებებზე, რომლებიც ჩადენილია თანამდებობის პირის მიერ, და ასევე იმ ქმედებების გამო, რომლებიც ჩადენილია ორგანიზებული პირების ჯგუფის მიერ ან რასაც მოყვა მძიმე შედეგები.

მაქსიმალური ჯარიმა- მოქალაქის ხუთასიდან ათასამდე დაუბეგრავი შემოსავლის მინიმუმი. ასევე ადამიანს, რომელმაც დაარღვია ეს კანონი, შეიძლება მიესაჯოს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ადრე ლვოვის უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგმა განაცხადა, რომ გეები და ლესბოსლები სამკურნალო არიან.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus