უბკე-ში ეკლესიიდან განკვეთეს კლირიკოსი „სქიზმატურ“ მეუ-ში გადასვლისთვის

მეუ-ს მეთაური ეპიფანე დუმენკო (მარცხნივ) უბკე-ს მეთაური სვიატოსლავ შევშუკი. ფოტო: pomisna.info

ივან გარატის მეუ-ში გადასვლა უბკე-ს ეპისკოპოსის მიერ კვალიფიცირებულ იქნა, როგორც ერთიანობის გაწყვეტა კათოლიკურ ეკლესიასთან და სქიზმაში გადასვლა.

უბკე-ს მიტროპოლიტმა და ლვოვის არქიეპისკოპოსმა იგორმა (ვოზნიაკი) ეკლესიიდან მეუ-ში გადასვლის გამო განკვეთა უნიატი მღვდელი ივან გარატი, გვატყობინებს უბკე-ს ლვოვის ეპარქიის ოფიციალური საიტი.

დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა ეპარქიის საიტზე, ნათქვამია, რომ ივან გარატმა „დე-ფაქტო დატოვა თავისი მსახურება უბკე-ს ლვოვის არქიეპარქიაში და შეუერთდა კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (ამჟამად, მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში), რითიც განახორციელა სამართალდარღვევა - ეკლესიის უმაღლესი ხელისუფლებისადმი დაქვემდებარებისგან გადახრა, კერძოდ, კი - სქიზმა“.

გარატისთვის სასჯელის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას იგორმა (ვოზნიაკმა) მიუთითა „რწმენის დოქტრინის კონგრეგაციის უშუალო კომპეტენციაზე გადაწყვეტილებების მიღების მხრივ სქიზმასთან მიერთების დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში“ და განაცხადა, რომ კონგრეგაციისგან მიიღო „დავალება და უფლებამოსილებები“ განიხილოს და გადაწყვიტოს „სქიზმას დანაშაულის ჩადენის საქმე“.

შედეგად, უბკე-ს მღვდელი ივანე გარატი დამნაშავედ იქნა ცნობილი „სქიზმას დანაშაულის ჩადენაში“ და სასჯელის სახით მიიღო ეკლესიისგან „დიდი განკვეთა“.

უბკე-ს განკვეთილ კლირიკოსს აეკრძალა „საღვთო ლიტურგიაში და ნებისმიერ სხვა საჯარო ღვთიმსახურებაში მონაწილეობის მიღება“, ზიარება და ზიარების მიღება, საეკლესიო წესის აგება, „მართვის აქტის განხორციელება“, ხოლო  მისი, როგორც მღვდლის ყველა ქმედება ჩაითვალოს „ბათილად თავად სამართლის საფუძველზე“.

დოკუმენტში საუბარია, რომ რამდენადაც ივან გარატი „განუდგა კათოლიკურ ეკლესიასთან ერთიანობას, რის გამოც დაისაჯა დიდი ეკსკომუნიკით, მას არ შეუძლია მოქმედება სხვადასხვა სახის ორგანიზაციაში უბკ-ეს მორწმუნეს სახელით“. ამიტომაც, „სამღვდელოებას ეკრძალება მასთან თანამსახურება“ „ნებისმიერ ღვთისმსახურებაში“, ხოლო მორწმუნეებს - თხოვნა ამის შესახებ.

ადრე, მჟკ წერდა, რომ უბკე-ში მეუ-ში გადასულ კლირიკოსებს განხეთქილებაში მყოფები უწოდეს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus