ექსპერტი: ფანარიონის მეთაურის მოწვევა უკრაინში არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას

იური რეშეტნიკოვი. ფოტო: УНИАН

იური რეშეტნიკოვი თვლის, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება იმავე შედეგებამდე მივა, როგორც წინამორბედი, თუ გააგრძელებს კვაზისახელმწიფო ეკლესიის შექმნის მცდელობას.

სპეციალისტი სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობების დარგში იური რეშეტნიკოვი მჟკ-თვის პრეზიდენტის ოფისის მეთაურის ანდრეი ერმაკის ქალკიდონიის მიტროპოლიტ ემანუელთან შეხვედრის კომენტირებისას, უკრაინაში ფანარიონის მეთაურის მოსალოდნელი ვიზიტის თაობაზე აცხადებს, რომ პატრიარქ ბართოლომეოსის მოწვევა სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან არღვევს უკრაინის კონსტიტუციას.

„რამდენად ეხება პატრიარქ ბართოლომეოსის მოწვევა უკრაინის კონსტიტუციის 35-ე მუხლს, რომელიც საუბრობს ეკლესიის სახელმწიფოსგან გამიჯვნას? არანაირად არ ეხება.  კიდევ გავიგებდი, რომის პაპი რომ მოეწვიათ, რომელიც კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის გარდა არის ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც საერთაშორისო დიპლომატიური სტატუსი გააჩნია, მოცემულ შემთხვევაში მას (პატრიარქ ბართოლომეოსს- რედ.) ასეთი სტატუსი არ გააჩნია, ის ერთ-ერთია დიდი ან მცირე მასშტაბის ათასობით რელიგიურ მოღვაწეს შორის. ამიტომაც ჩნდება კითხვა, რატომ სწორედ ის და არა ასეულობით სხვა რელიგიური მოღვაწე?“ - განაცხადა ექსპერტმა.

იური რეშეტნიკოვის სიტყვებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მეთაურისა და მიტროპოლიტ ემანუელის შეხვედრაზე მეუ-ს წარმომადგენლის ევსტრათი ზორიას ყოფნა მეტყველებს იმაზე, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება აგრძელებს თავისი წინამორბედენის გზით სიარულს.

„თუ იქ იყო ევსტრათი (ზორია- რედ.) ცხადია, რომ ის იქ მიიწვია პრეზიდენტის ოფისის მეთაურმა ან მისმა აპარატმა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონსტანტინოპოლისგან დამოუკიდებლოებაზე (მეუ-რედ.), ეს დამოუკიდებლობა არ ჩანს, საკმარისია უბრალოდ ტომოსს შეხედო. 2019 წელს უკრაინის მოქალაქეების 73% აბსოლუტურად მკაფიოდ განაცხადა მისი მიუღებლობა, მათ შორის, კვაზისახელმწიფო რელიგიის შექმნის მცდელობა. თუ ამჟამინდელი ხელისუფლება გააგრძელებს კვაზისახელმწიფო რელიგიის შექმნას, რომელიც სცადა წინამორბედმა ხელისუფლებამ, იმავე შედეგებს მიიღებს, რომელიც მიიღო წინა ხელისუფლებამ 2019 წლის არჩევნებზე. მსგავსი პროცესები უკვალოდ არ ქრება მთელი უკრაინელი საზოგადოებისთვის“, - დაამატა მან.

როგორც ადრე მჟკ წერდა, პო-ს მეთაური შეხვდა ფანარიონის იერარქს, მხოლოდ როგორც მრევლი.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus