უმე-ს წევრები ხუთჯერ მეტია, ვიდრე ზაბოლოტიეში ტაძრის დამრბევი მეუ-ს წევრები

26 მაისი 2021 01:15
18
იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი სოფელ ზაბოლოტიეში, რომლის წართმევაც უნდათ მეუ-ს წევრებს. ფოტო: СПЖ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი სოფელ ზაბოლოტიეში, რომლის წართმევაც უნდათ მეუ-ს წევრებს. ფოტო: СПЖ

მეუ-ს წევრები, რომელთაც სურთ სოფელ ზაბოლოტიეში ტაძრის წართმევა, რაოდენობრივად ბევრად ნაკლები არიან უმე-ს წევრებზე.

სოფელ ზაბოლოტიეში მეუ-ს წევრები, რომელთაც ტაძრის წართმევა სურთ ბევრად ნაკლები არიან ვიდრე უმე-ს წევრები, იუწყება მჟკ-ს კორესპოდენტი.

23 მაისს სოფელ ზაბოლოტიეში წირვაზე, რომელიც ღია ცის ქვეშ ჩატარდა , ტრადიციულად 150-ზე მეტი უმე-ს მორწმუნე მოვიდა. როგორც ყოველთვის ისინი ტაძართან ახლოს განლაგდნენ, გაშალეს პალატა, იმ შემთხვევისთვის, თუ წვიმა წამოვიდოდა.

ტაძრის მეორე მხარეს მეუ-ს წარმომადგენლები შეიკრიბნენ წირვის ჩასატარებლად. სოფლის მაცხოვრებლები ყვებოდნენ, რომ მათ მთელი ამ კონფლიქტის მანძილზე პირველად იხილეს , როგორ ლოცულობდნენ სქიზმატიკოსები.

«ჩვენ წირვაზე მოვედით 9:00, ჯერ ჩატარდა ლიტურგია, შემდეგ ლოცვა და პანაშვიდი, – ყვება ვიტალი მაციუკი, უმე-ს მრევლი სოფელ ზაბოლოტიეში. – მეუ-ს წევრები მოვიდნენ 12:30, ხოლო 13:20 დაიშალნენ. როგორ მსახურობდნენ არ ვიცით, რადგან ახლოს არ მივსულვართ, რათა პროვოცირება არ მოგვეხდინა».

თუმცაღა მეუ-ს წარმომადგენლებს ფოტოები გადაუღეს უმე-ს წევრებმა და დაითვალეს მრევლის რაოდენობა, ამბობენ რომ საჭიროა ისტორიისათვის და ასევე როგორც მტკიცებულება სასამართლოზე წარსადგენად, რომელიც ჩანიშნულია ამაწლის 24 ივნისს ქალაქ ვლადიმირეცში.

«ისინი იყვნენ დაახლოებით 45 , მითუმეტეს ყველა არ იყო სოფელ ზაბოლოტიედან, 15 ადამიანი მოვიდა მეზობელი სოფლიდან ბალახოვიჩიდან», – კომენტარი გააკეთა მიხეილ გნიდკომ, სოფელ ზაბოლოტიეს უმე-ს უხუცესმა წევრმა.

როგორც მჟკ წერდა, სოფელ ზაბოლოტიეში მეუ-ს წევრებისგან უმე-ს ტაძრის წართმევის მცდელობის დროს ათამდე მორწმუნე დაშავდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ