ბულგარეთის იერარქი: ყველა ეკლესიას არ შეუძლია იამაყოს მრევლით, როგორც უმე-ს

25 მაისი 2021 19:00
12
ლოვჩანის მიტროპოლიტი გაბრიელი  (დინევი) უმე-ს ჯვარით მსვლელობაზე მგარის მონასტერში. ფოტო: pravoslavie.poltava.ua ლოვჩანის მიტროპოლიტი გაბრიელი (დინევი) უმე-ს ჯვარით მსვლელობაზე მგარის მონასტერში. ფოტო: pravoslavie.poltava.ua

ლოვჩანის მიტროპოლიტმა გაბრიელმა თავისი მოსაზრება გააზიარა უმე-ს მორწმუნეებზე, უკრაინაში თავის ბოლო ვიზიტის დროს.

ყველა ადგილობრივ ეკლესიას არ შეუძლია იამაყოს ისეთი მრევლით, როგორიც უმე-ს ჰყავს, განაცხადა ბულგარეთის მართმადიდებლური ეკლესიის ლოვჩარის მიტროპოლიტმა გაბრიელმა (დინევი) უმე-ს პრეს - სამსახურთან ინტერვიუში.

ვლადიკა გაბრიელმა აღნიშნა, რომ მას ძალიან მოეწონა იმ ადამიანთა სულიერება, რომლებსაც შეხვდა უმე-ს ტაძარში.

მან გაზიარა თავისი მოსაზრება , რომელიც წმინდა ათანასეს, ლუბენის სასწაულმოქმედის, დღესასწაულზე უმე-ს მორწმუნეების დაკვირვების შედეგად დარჩა.

«მე მსახურების დაწყებამდე გამოვედი სასეირნოდ, დაახლოებით დილის შვიდ საათზე, - თქვა ბულგარეთის მიტროპოლიტმა. - მე დავინახე რომ მორწმუნეები უკვე მოდიოდნენ ტაძარში, ასე ადრიანად მოდიოდნენ ისინი ტაძარში.

მითხარით, როგორ შეიძლება ასე ადრიანად ადამიანი ტაძარში მოვიდეს, თუ მას სულში რწმენის ცეცხლი არ უნთია, მოვიდეს ტაძარში დღესასწაულზე სალოცავად! ეს რწმენა იგრძნობა, მათ თვალებში ყველაფერი ჩანს. შემდეგ ყველა ცდილობდა კურთხევა მიეღო».

მიტროპოლიტმა გააკეთა დასკვნა, რომ ამ ხალხში არის დიდი რწმენა – ქვეყანაში შექმნილი სირთულეების მიუხედავად.

«ისინი ნამდვილი მორწმუნეები არიან, – აღნიშნა მან. – მე ვიქრობ ყველა ეკლესიას არ შუძლია იამაყოს ისეთი მრევლით, როგორიც უმე-ს ჰყავს».

მიტროპოლიტმა გაბრიელმა უმე-ს მღვდელმსახურებს მოუწოდა გაუფრთხილდნენ თავის მრევლს, რომელიც «კარგია და ეძებს ღმერთს».

როგორც მჟკ წერდა, ბულგარეთის მართმადიდებლური ეკლესიის იერარქმა უმე-ს უწოდა უკრაინის კანონიკური ეკლესია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ