ეპისკოპოსი ვიქტორი ეუთო-ს სხდომაზე ყვებოდა მასმედიაში უმე-სადმი ზიზღზე

ბორიშვსკის ეპისკოპოსი ვიქტორი. ფოტო: news.church.ua

საერთაშორისო ორგანიზაციებში უმე-ს  წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეუთო-ს სხდომაზე ყვებოდა უკრაინაში რელიგიურ ნიადაგზე დანაშაულებებისადმი ტენდენციის ფორმირების შესახებ.

2021 წლის 18-19 მაისს საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბარიშევსკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს სხდომაში მასმედიის თავისუფლების თემაზე, რომელიც ონლაინ-ფორმატში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე, ეუთოს წარმომადგენელი მედია თავისუფლების საკითხებში ტერეზა რიბეირო, ეუთო-ს წევრ-სახელმწოფოების დიპლომატები, სამართალდამცავები და ჟურნალისტები, იუწყება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრი.

თავის გამოსვლაში ეპისკოპოსმა ვიქტორმა გააშუქა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე მდგომარეობის ძირითადი პრობლემები და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მედიის როლს, როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის გაშუქებაში, აგრეთვე ზიზღის პროპაგანდაში, რომელიც ხშირად ვრცელდება უკრაინის მასმედიაში.

მეუფე ვიქტორმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევისთვის დაუსჯელობა და მასმედიაში ნეგატიური პროპაგანდა ხელს უწყობენ რელიგიურ ნიადაგზე დანაშაულების ფორმირების ტენდენციას.

მასმედიის პროპაგანდისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ზიზღის რიტორიკის მაგალითად იერარქმა მოიყვანა  შემდეგი ფრაგმენტები სტატიებიდან: „უკრაინაში მრავალათასიანი კრემლის აგენტურა ანაფორებში ყოველდღიური ინსინუაციებით აბოლებს  მორწმუნეთა ტვინებს, კიევო-პეჩერისა და პოჩაევოს ლავრებში ყიდიან ანტიუკრაინულ ლიტერატურას, მოსკოველი ხუცესები უარს ამბობენ ჯარისკაცებისთვის წესის აგებაზე“. ეპისკოპოსმა ვიქტორმა აგრეთვე აღნიშნა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს არ აქვთ საშუალება უარყონ დაუდასტურებელი ფაქტები ან წარმოადგინონ ალტერნატიული თვალსაზრისი.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა  ეუთო-ს და დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდა ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას უკრაინის მედია სფეროში.

მანამდე ეპისკოპოსმა ვიქტორმა განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სიტყვებმა, რომელიც მან კიევში ვიზიტის დროს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ეპიფანე დუმენკოს უთხრა, გამოიწვიეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრის მიტაცება ზაბოლოტიეში.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus