ეკლესიურ დაყოფას მოაქვს რეალური ტანჯვა ადამიანებისათვის,- პატრიარქი კირილე

21 მაისი 2021 00:30
0
პატრიარქი კირილი. ფოტო: rbc.ru პატრიარქი კირილი. ფოტო: rbc.ru

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა განაცხადა, რომ მიუხედავად ტანჯვა-წამებისა, რასაც განიცდიან მორწმუნეები უკრაინაში, კანონიკური ეკლესია არ სუსტდება.

2021 წლის 16 მაისს რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, პატრიარქმა კირილემ განაცხადა, რომ დაყოფას უკრაინაში მოაქვს ტანჯვა ადამიანებისათვის, იუწყება რმე-ს ოფიციალური საიტი.

მოლდავეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეპისკოპოსისთან შეხვედრის დროს, რომელიც შედგა მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში, პატრიარქმა კირილემ გაუზიარა მათ თავისი ხედვა უკრაინის საეკლესიო სიტუაციაზე.

წინამძღვარმა თქვა, რომ ყოველკვირეულად ღებულობს ინფორმაციას იმ სამართალდარღვევებზე, რომლებიც ხდება უკრაინაში უმე-ს მორწმუნეების მიმართ. მისი სიტყვებით, ადამიანები იტანჯებიან ეკლესიური დაყოფის გამო, და საქმე ხშირად მიდის "ძალმომრეობამდე, ცემამდე, ბრძოლამდე ტაძრისათვის ".

თუმცა, განაცხადა პატრიარქმა, "ეკლესიური ხალხი სათუთად გრძნობს დამღუპველ  საცდურებს და არ ღებულობს მათ, და კანონიკური ეკლესია უკრაინაში "არანაირად არ იკლებს, არ სუსტდება- იხსნება ახალი სამრევლოები, მონასტრები, იზრდება საეპისკოპოების რაოდენობა".

"მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, დაყოფას მოაქვს რეალური ტანჯვა ადამიანებისათვის",-შეაჯამა რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ პატრიარქ კირილეს აზრით, განხეთქილება უკრაინაში-ეს წინასწარგანზრახული პროვოცირებული კონფლიქტია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ