უმე-ს ვინიცკის ეპარქიის დელეგაცია ვიზიტით სერბეთის ეკლესიას ეწვია

მიტროპოლიტ ვარსონოფის შეხვედრა სრემის ეპისკოპოს ვასილისთან სერბეთში. ფოტო: eparhia.vinnica.ua

ვინიცკის ეპარქიის კლირიკოსები მმართველი მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ ვარსონოფის  მეთაუროით სმე-ს სრემის ეპარქიას ეწვივნენ.

2021 წლის 17 მაისს უმე-ს ვინიცკის ეპარქიის დელეგაცია მმართველი მღვდელმთვარის, ვინიცკისა და ბარსკის მიტროპოლიტ ვარსონოფის (სტოლიარის) მეთაურობით ვიზიტით გაემგზავრნენ სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, გვატყობინებს ეპარქიის ოფიციალური საიტი.

მიმლოცველობა კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის კურთხევით დაიწყო ქალაქ სრემსკი-კარლოვციდან ვოევოდინის ავტონომიურ მხარეში, სადაც მიტროპოლიტი ვასრონოფი ეპარქიის კლირიკოსებთან ერთად ღამის ღვთისმსახურება ჩაატარა ნიკოლოზ სასწაულმოქმედეის საკათედრო ტაძარში.

მიტროპოლიტ ვასრონოფისა და მომლოცველებს შეხვდა  სრემის ეპისკოპოსი ვასილი (ვადიჩი), რომელმაც განაცხადა უმე-ს წინამძღოლის, უნეტარესი მიტროპოლიტ ონუფრის წარმომადგენლის აქტიური მხარდაჭერის თაობაზე, რომელსაც ის პირადად იცნობს. „მღვდელმთავრებმა თაყვანი სცეს ადგილობრივ სიწმინდეებს და გაცვალეს საჩუქრები, ასევე მიტროპოლიტმა ვარსონოფიმ სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა ტაძრის სატრაპეზო სახარებაში“,- გვამცნობს ეპარქიის საიტი.

როგორც მჟკ გვატყობინებს, უმე-ს დელეგაცია ეგვიპტის მონასტრების მოსალოცად გაემგზავრა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus