ბულგარეთის ეკლესიის იერარქმა უმე უკრაინაში ერთიანი კანონიკური ეკლესია უწოდა

18 მაისი 2021 23:00
0
ლოვჩანის მიტროპოლიტი გაბრიელი. ფოტო: news.church.ua ლოვჩანის მიტროპოლიტი გაბრიელი. ფოტო: news.church.ua

ლოვჩანის მიტროპოლიტმა გაბრიელმა აღნიშნა, რომ „უფლის მადლი მხოლოდ მათზე გადმოდის იქ, სადაც დაცულია კანონები და დოგმატები“.

2021 წლის 15 მაისს ლოვჩანის მიტროპოლიტმა გაბრიელმა პოლტავის ეპარქიაში ვიზიტის დროს ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის, უწმინდესი პატრიარქის ნეოფიტის  კურთხევა გადასცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს, გვატყობინებს უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.

წმინდა ათანასეს, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ლუბენის სასწაულმოქმედის ხსენების დღეს მეუფემ თანამსახურება პოლტავისა და მირგოროდის მიტროპოლიტ ფილიპესთან ერთად აღასრულა მგარის მაცხოვრის ფერისცვალების მამათა მონასტერში გამართულ საღვთო ლიტურგიის დროს.

მიტროპოლიტმა გაბრიელმა მადლობა გადაუხადა მისი ისტორიულ მონასტერში  ლოცვების აღვლენაში მონაწილეობის მიღებისთვის და ასევე ხაზი გაუსვა, რომ ერთადერთი კანონიკური ეკლესია უკრაინაში არის ის, რომელსაც მეთაურობს უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი.

„უწმინდესმა პატრიარქმა ნეოფიტ ბულგარელმა დამლოცა, რათა ჩამოვსულიყავი და მიმეღო მონაწილეობა, - განაცხადა მიტროპოლიტმა. ძვირფასო მეუფე, მსურს მოგილოცოთ ჩვენი ეპარქიის კლიროსის, სამღვდელოებისა და მორწმუნე ქრისტიანების სახელით, რომელთაც ამჟამად განსაკუთრებული სიყვარული გააჩნიათ ჩვენი წმინდა ეკლესიის მიმართ. რადგანაც ჩვენი ეკლესია გამოცდის, დევნის ხანაშია, მაგრამ ამასთან უფლის ნებით სულიერად იზრდება. ჩვენ მაგალითს ვიღებთ უკრაინელი ხალხისა და სამღვდელოებისგან. არის მხოლოდ ერთი ეკლესია და ამ მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინაში წარმოადგენს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც მეთაურობს მიტროპოლიტი ონუფრი და აქ, თქვენს ეპარქიაში- თქვენ“.

მეუფემ ასევე დაამატა, რომ „უფლის მადლი მხოლოდ იქაა, სადაც დაცულია კანონები და დოგმატები“.

ადრე ბულგარეთის დედაქალაქში ბმე-ს წმინდა სინოდის მდივანმა რუსეთის ეკლესიის კლირიკოსებთან ერთად ილოცა მართლმადიდებლობის ერთიანობაზე, უკრაინაში მშვიდობასა და განხეთქილებისგან დაცვაზე.

 

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ