ფარბოვანოეში მღვდელმა თემი ნების საწინააღმდეგოდ "გადაიყვანა" მეუ-ში

ტაძრის გუმბათი. ფოტო: glavcom.ua

მღვდელმა ევგენი ზოტოვმა შეაგროვა ათი ადამიანი, რომლებიც გაფორმდნენ როგორც "ათეული" და ხელახლა დაარეგისტრირეს  თემი.უმე-ს მორწმუნეები ითხოვენ დაინიშნოს ახალი წინამძღვარი.

უმე-ს ბორისპოლის ეპარქიის სოფელ ფარბოვანოეში მღვდელმა ევგენი ზოტოვმა დაარეგისტრირა რელიგიური თემის "გადასვლა" მეუ-ში, განაცხადა თავის Facebook გვერდზე ამ სტრუქტურის "იერარქმა" ალექსანდრემ (დრაბინკო). დრაბინკომ ასევე განაცხადა, რომ "მიიღო" თემი თავის ეპარქიაში.

ბორისპოლის ეპარქიის დეკანოზმა ალექსი ნოსენკომ განუცხადა მჟკ-ს, რომ მოცემული "გადასვლა" განხორციელებული იყო თაღლითური გზით. ზოტოვმა შეაგროვა ათი ადამიანი თავისი მომხრეებისაგან, გააფორმა ისინი როგორც საეკლესიო "ათეული" და იქვე დაარეგისტრირა  მეუ-ს თემად.

"ინფორმაცია სოფელ ფარბოვანოეს უმე-ს თემის გადასვლის შესახებ მეუ-ში არ შეესაბამება სინამდვილეს,- განაცხადა მღვდელმსახურმა. -2001 წლიდან კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონის სოფელ ფარბოვანოეში მოქმედებს    უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის   ღვთისმშობლის  მიძინების სახელობის სამრევლო. ახალგაზრდა მღვდელი ევგენი ზოტოვი, რომელიც ემსახურობდა სამრევლოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გადაწყვიტა გადასულიყო მეუ-ში. ს. ფარბოვანოეს რელიგიური თემი რჩება კანონიკური ეკლესიის წიაღში".

მ. ალექსიმ განაცხადა, რომ გამართულ შეხვედრაზე საეკლესიო თემის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება გამოხატონ თავისი უმე-სადმი ერთგულება.

"კრებაზე გადაწყდა არ შეიცვალონ კონფესიური კუთვნილება და დარჩნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი  მიტროპოლიტის ონუფრის ომოფორის ქვეშ. უფრო მეტიც, მრევლმა გადაწყვიტა დაეგმო მამა ევგენის მოქმედებები და სთხოვეს  ეპისკოპოსის მოადგილეს დანიშნოს ახალი წინამძღვარი",- განაცხადა დეკანოზმა ალექსიმ.

წინათ სასამართლომ არ დააკმაყოფილა უმე-ს სარჩელი თემის არაკანონიერ "გადასვლაზე" ზადუბროვკაში.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus