უმე-ს იერარქმა ბოხონიკში დევნილ თემთან ლიტურგია ღია ცის ქვეშ ჩაატარა

19 მაისი 2021 00:15
0
სოფელ ბოხონიკის დევნილი თემი. ფოტო: eparhia.vinnica.ua სოფელ ბოხონიკის დევნილი თემი. ფოტო: eparhia.vinnica.ua

ღვთისმსახურება შედგა ღია ცის ქვეშ მოწყობილ შენობასთან, სადაც უმე-ს თემი 2019 წლიდან ლოცულობს. წირვას მიტროპოლიტი ვარსონოფი მეთაურობდა.

2021 წლის 15 მაისს ვინიცკისა და ბარსკის მიტროპოლიტმა ვარსონოფიმ ლიტურგია ჩაატარა ვინიცკის რაიონის სოფელ ბოხონიკის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემთან ერთად, გადმოსცემს ეპარქიის საიტი.

ღვთისმსახურება შედგა ღია ცის ქვეშ მოწყობილ შენობასთან, სადაც უმე-ს თემი 2019 წლიდან ლოცულობს იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ტაძარი მეუ-ს წარმომადგენლებმა მიიტაცეს.

მის მაღალუსამღვდელოებასთან ერთად მსახურობდა ეპარქიის მდივანი, არქიმანდრიტი არკადი სენჩუკივსკი, ვინიცკის რაიონის ეპისკოპოსის თანაშემწე, დეკანოზი ნიკოლოზ სტროკი, ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არტემ მიშჩენკო და ეპარქიის სამღვდელოება.

ლიტურგიის დროს ტაძრის წინამძღოლი მამა არტემი დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

ევქარისტიის საიდუმლოებაში ბევრმა მორწმუნემ და ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.

მიტროპოლიტმა ვასრონოფიმ მადლობა გადაუხადა მრევლსა და მღვდლებს რწმენის სიმტკიცისა და ქრისტეს კანონიკური ეკლესიის ერთგულების გამო.

სოფელ ბოხონიკის უმე-ს თემსაც სჭირდება დახმარება. შენობა, სადაც მორწმუნეები ლოცულობენ, მოიტხოვს კაპიტალურ რემონტს. რეკვიზიტები:

4149 4390 4701 5478

არტემი ალექსანდროვიჩ მიშჩენკო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ