ქრისტიანობა წმინდა მიწაზე საფრთხის ქვეშაა, - პატრიარქი თეოფილე

19 მაისი 2021 00:20
62
პატრიარქი თეოფილე. ფოტო: pravoslavie.ru პატრიარქი თეოფილე. ფოტო: pravoslavie.ru

იერუსალიმის პატრიარქის თეოფილეს სიტყვებით, ქრისტიანების ყოფნა იერუსალიმში ახალ საფრთხეებს ხვდება რადიკალურად განწყობილი ელემენტების მხრიდან.

2021 წლის 13 მაისს იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილემ განაცხადა, რომ ქრისტიანობა წმინდა მიწაზე და იერუსალიმში საფრთხის ქვეშაა, „როგორც არასდროს ადრე“, გვატყობინებს ბერძნული გამოცემა „Pentapostagma”.

პატრიარქ თეოფილეს სიტყვებით, მოცემულ მომენტში „ხდება შემაშფოთებელი პოლიტიკური და სოციალური მღელვარება და ქრისტიანების არსებობა იერუსალიმში და წმინდა მიწაზე ახალ და მზარდ საფრთხეებს ხვდება რადიკალური ელემენტების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ აქ მრავალკულტურულ, მრავალნაციონალურ და მრავალკონფესიურ ლანდშაფტს, რომელშიც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვცხოვრობდით“.

„იერუსალიმისა და წმინდა მიწის ქრისტიანული ხასიათი საფრთხის ქვეშაა, როგორც არასდროს, ჩვენს ცხოვრებაში“, - ხაზი გაუსვა მან.

ადრე მჟკ წერდა, რომ ებრაელთა საპოლიციო ოპერაციამ  ალ-აქსას მეჩეთის რაიონში გამოიწვია მუსულმანების წინააღმდეგობრივი ქმედება - რადიკალებმა ღაზას სექტორიდან ასობით რაკეტა გაუშვეს ისრაელის მიმართულებით.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ