მოულოდნელად: ზორიამ გადაწყვიტა უმე დაადანაშაულოს მეუ-ს ტაძრების მიტაცებაში

მეუ-ს სპიკერი ივანე (ევსტრატი) ზორია. ფოტო: religionpravda.com.ua

ზორიამ განაცხადა, რომ მეუ კი არა, უმე არის რეიდერი და აგრესორი, სწორედ ის იტაცებს ტაძრებს მთელ უკრაინაში.

„იერარქმა“ ივანე (ევსტრატე) ზორიამ დაადანაშაულა უმე ტაძრების მიტაცებაში და მეუ-ს გაერთიანებების დევნაში. თავისი არგუმენტები უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის სპიკერმა გამოაქვეყნა Facebook-გვერდზე ხუთშაბათს, 13 მაისს.

ზორიას აზრით, უმე  გაერთიანების მეუ-ში გადასვლაზე კენჭისყრის დროს უკვე  „ითვალისწინებს ტაძრების მიტაცების, გაერთიანების განდევნისა და ახალი, უფრო ლოიალური მოსკოვის საპატრიარქოს შევცლის კლასიკურ რეიდერულ სქემას“.

შემდგომში უფრო მეტი: „მოსკოვის საპატრიარქოს რეიდერულ გეგმას უერთდება მისი მომხრეების მიერ დაფინანსებული სხვა სამრევლოების სამღვდელოება, დაქირავებული მებრძოლები - „ტიტუშკები“, იურისტები და მედია, ამას ემატება გავლენა ადგილობრივ ხელისუფლებაზე და სამართალდამცავებზე“.

თუ მეუ-ს გაერთიანებას გააჩნია სასამართლოების გადაწყვეტილებები და დოკუმენტები, რომლებიც ეხება იურისდიქციასა და საკუთრების  უფლებებს, მაშინ უმე, როგორც ზორია ამტკიცებს, „იყენებს უხეშ ძალას და აწყობს პროვოკაციებს, რომ ან წაართვას გაერთიანებას ტაძარი, ან ჩაკეტოს ის მომავალში წართმევის იმედით“.

ზორიამ განაცხადა, რომ „ეჭვგარეშეა, მოსკოვის საპატრიარქოს რესურსები და მომხრეები მომავალშიც დაწერენ „მიტაცებებზე“, თავს მსხვერპლად წარმოადგენენ და არა აგრესორად და რეიდერად“ და მოუწოდა „ნათლად და თანმიმდევრულად გამოაშკარავონ მოსკოვის საპატრიარქოს ეს ხრიკი, აჩვენონ, გაერთიანებების გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომ სწორედ რუსული ეკლესია უკრაინაში იტაცებს უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებების ტაძრებს“.

თავის სასარგებლოდ არგუმენტის სახით ზორიამ აღნიშნა, რომ „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია პირდაპირ არ უწოდებს რუსეთს აგრესორს“, არამედ „მოვლენებს  ყირიმსა და დონბასში უწოდებს მხოლოდ „კონფლიქტს“ და „სამოაქალაქო ომსაც“ კი“.

შეგახსენებთ, რომ ანდრეი ბეზდომოვი, სარნენსკის ეპარქიის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრის წინამძღვარი ზაბოლოტიეში, ამ ტაძრის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის აქტივისტები 2021 წლის 10 მაისს, ყვებოდა „კრების“ შესახებ, რომელიც ეხებოდა  უმე-სს გადასვლას მეუ-ში:

„ტარდება სოფლის კრებები, იღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც როგორც რელიგიური გაერთიანების გადაწყვეტილებებს წარმოადგენენ. თვით გაერთიანება ამაში არ მონაწილეობს, ის ლოცულობს და თავის ჩვეულ საქმიანობას აგრძელებს. მაგრამ ხელისუფლება არ ითვალისწინებს ამას, მას არ აინტერესებს, არსებობს თუ არა ასეთი გაერთიანება, რამდენად ერთგულია ის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, ხოლო ასეთი უკანონო კრების ინიციატორებს თბილად იღებენ და აძლევენ ახალ დოკუმენტებს ჩვენი სამრევლოს ზუსტი სარეგისტრაციო მონაცემებით. ამგვარად, ხელისუფლება პირდაპირ უბიძგებს ტაძრის შემდგომი რეიდერული მიტაცებისკენ“.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მანამდე „პატრიოტი აქტივისტების“ მხარდაჭერით, ზორიამ ჩაატარა „სამღვდელმთავრო ღვთისმსახურება“ 4 აპრილს მიტაცებულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარში პრიპუტნიში. ტაძრის მიტაცების  ორგანიზატორები იყვნენ ნაციონალისტები პარტიიდან «Свобода». ტაძრის უკრაინაში  მართლმადიდებელ  ეკლესიაში გადასვლას ხმა მისცა  37 აქტივისტმა, იმ დროს, როდესაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური გაერთიანება, რომელიც მიტაცებამდე ღვთისმშობლის შობის ტაძარში ლოცულობდა პრიპუტნიში, 500 კაცამდე ითვლის.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus