ს.ზაბოლოტიეში ტაძრის მიტაცების დროს დაზარალდა უმე-ს ათი მორწმუნე

14 მაისი 2021 14:00
23
უმე-ს ტაძრის აღების დროს ს. ზაბოლოტიეში10.05.21. ფოტო: СПЖ უმე-ს ტაძრის აღების დროს ს. ზაბოლოტიეში10.05.21. ფოტო: СПЖ

ზაბოლოტიეში ტაძრისთვის ბრძოლის დროს, მეუ-ს აქტივისტებმა გაუშვეს გაზი, უმე-ს მორწმუნეებმა მიიღეს სხვადასხვა სახის ტრავმები, წინამძღვარი  ჰოსპიტალიზირებული იქნა.

10 მაისს, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის აქტივისტების მიერ როვენის ოლქის სოფელ ზაბოლოტიეს მოციქულისა და ევანგელისტის იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მიტაცების დროს დაზარალდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ათი მორწმუნე. ორი ადამიანი ჰოსპიტალიზირებული იყო, დანარჩენებს დახმარება გაუწიეს კონფლიქტის ადგილზე, იუწყება მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კორესპონდენტი.

ყველაზე მძიმე ტრავმა მიიღო 65 წლის ევა სუპრენეცმა: ძლიერი დარტყმის შედეგად ქალი მიწაზე დავარდა და მას მთლიანად ამოუვარდა მუხლის სახსარი. სასწრაფომ, რომელიც ტაძართან მორიგეობდა, სწრაფად მიიყვანა მორწმუნე ქალი საავადმყოფოში, სადაც მას  პირველადი დახმარება გაუწიეს.

10 მაისის დილას მაღალი წნევით ჰოსპიტალიზირებული იყო ტაძრის წინამძღვარიც, მამა ანდრია ბეზდომოვი.

„თქვენ იცით, რომ კონფესიათაშორისი კონფლიქტი უკვე ორი წელია გრძელდება, მაგრამ იყო შესვენებაც, ცოტა მოვდუნდით კიდეც, ამ მოვლენებმა კი ფეხებიდან მიწა გამოგვაცალეს, - ყვებოდა წინამძღვარი. - წნევამ ამიწია 200/210, სასწრაფომ საავადმყოფოში წამიყვანა, ბევრი ნემსი გამიკეთეს, მე კი არ შემეძლო პალატაში დარჩენა, როდესაც იქ ჩემს ხალხს ცემდნენ“.

სულ, როგორც მოვლენების თვითმხილველები ყვებოდნენ, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეთა მიერ ტაძრის მიტაცების დროს 10 ადამიანმა მიიღეს  ტრავმები.

„წარმოიდგინეთ: გაზის გაშვების გამო ეზოში ყველაფერი რუხი იყო. ისინი, ვისაც თვალში ცეცხლის ჩაქრობის  დროს ქაფი მოხვდათ, სწრაფად უკან იწევდნენ, ხოლო წიწაკიანი გაზის შემდეგ, რომელსაც უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მოყვანილი „ტიტუშკები“ ხალხს პირში და თვალებში ასხურებდნენ, ადამიანები რამდენიმე საათი აზრზე ვერ მოდიოდნენ“, - 10 მაისის მოვლენებზე კომენტარი გააკეთა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მორწმუნემ მარია ჰნიტკომ.

მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა დალუქეს ტაძარი, მათ აგრეთვე შეაგროვეს დაზარალებულების ყველა ჩვენება და განცხადება. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ოთხი მორწმუნე ოფიციალურად ითხოვს მათი ცემის ფაქტების გამოძიებას.

„მე კი მიხარია ჩვენი ხალხის გამო, რაც არ უნდა სასტიკად ჟღერდეს ეს, მათ ხომ ნახეს და შეიგრძნეს ის, თუ როგორ ხდებოდნენ მოწამეები, როგორ მიდიოდნენ ქრისტესთვის სიკვდილზე“, - დაამატა მამა ანდრია ბეზდომოვმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, 2021 წლის 10 მაისს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის აქტივისტებმა, რაიონის დეპუტატებისა და ვარაშიდან „მუნიციპალური ვარტის“ მხარდაჭერით, მიიტაცეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარი ზაბოლოტიეში. პოლიციამ ტაძარი დალუქა, ხოლო ხელისუფლებამ წამოაყენა წინადადება, რომ ტაძრის ბედი  სოფლის საერთო კრებამ გადაწყვიტოს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ