მეუ-ს აქტივისტებმა ზაბოლოტიეში დეპუტატების მხარდაჭერით მიიტაცეს ტაძარი

11 მაისი 2021 21:00
0
ზაბოლოტიეში უმე-ს ტაძარი დაარბიეს. ფოტო: СПЖ ზაბოლოტიეში უმე-ს ტაძარი დაარბიეს. ფოტო: СПЖ

მეუ-ს მომხრეებმა ორი ადგილობრივი დეპუტატის და "მუნიციპალური დაცვის" მხარდაჭერით მოჭრეს საკეტები უმე-ს ტაძარში ზაბოლოტიეში.

2021 წლის 10 მაისს დაახლოების დილის 6:00, როვენის ოლქის ვლადიმირეცკის რაიონის სოფელ ზაბოლოტიეში, რაიონის დეპუტატების მხარდაჭერით მეუს მომხრეებმა მიიტაცეს იოანე ოქრიპირის სახელობის უმე-ს ტაძარი, რომელიც მიეკუთვნება სარნის ეპარქიას, იუწყევა მჟკ-ს კორესპოდენტი.

ტაძრის მიტაცებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ "მუნიციპალური დაცვის" წარმომადგენლები ქალაქ ვარშიდან და ორი რაიონული დეპუტატი- გენადი დერევიანჩუკი და სტეპან ჟდანიუკი.

უმე-ს მორწმუნეების სიტყვებით,ტაძრის მიტაცების შესახებ მათ გაიგეს ვაიბერ-ჯგუფის «Заболотье активное»-ს ინფორმაციიდან,რომლის გვერდზე მეუ-ს აქტივისტებმა განათავსეს განცხადება იმაზე, რომ 10 მაისს დილის 6:00 შედგება წირვა ტაძარში.

"როდესაც მე ვნახე განცხადება, უცებ მივირბინე ტაძრის ტერიტორიაზე, საკეტები დახსნილი იყო, ადგილობრივი ადამიანები, დაახლოებით 30, შევიდნენ შიგნით,  "მუნიციპალური დაცვა" და დეპუტატები დერევიანჩუკი და ჟდანიუკი იდგნენ ტაძრის დაცვაზე,- თქვა სტაროსტის მოადგილემ სერგეი სერედნიუკმა.-მაგრამ ჩვენს ხალხს, რომლების ასევე გამოიქცნენ ტაძართან და  ცდილობდნენ შესულიყვნენ, ისინი ცეცხლის ჩასაქრობ ქაფს ასხამდნენ".

ვიდეო კადრებზე ჩანს, რომ ტაძრის ახლოს მეუ-ს მომხრეები 10-12 ადამიანის მეტი არაა. "და ეს ადამიანები თავიანთ თავს უწოდებენ თემის უმრავლესობას, -უმე-ს მრევლი გამოხატავს მწარე ირონიას, როდესაც ამტკიცებს, რომ ნიღბებიან დაცვას, რომლის ძალებით იქნა მიტაცებული ტაძარი, საერთოდ არა აქვს არავითარი კავშირი სოფელთან - დაიმალნენ, რომ  არ გამოჩნდნენ, აი ასეთი თემია". 

ამჯერად უმე-ს მორწმუნეებმა გამოიძახეს პოლიცია და შეგროვდნენ ერთად იმისათვის, რომ შეეცადონ დაიცვან ტაძარი.

პრეტენზია ტაძარზე მეუ-ს აქტივისტებმა გამოთქვეს ჯერ კიდეც დიდ შაბათს აღდგომის წინ. იმ დღეს, ამბობენ მორწმუნეები, მათ აკურთხეს თავისი კულიჩები, დაუძახეს რა მღვდელს მეუ-ს ტერიტორიიდან. ამისათვის ჭიშკარი ჯაჭვებით  დაკეტეს და  ჯვარზე ჩამოკიდეს ყვითელ-ცისფერი დროშა.

"ისინი ტაძარში -  არ არიან მასპინძლები და არაფერი იქაური არ იციან. ამიტომ ჩვენ დაუბრკოლებლად შევედით ეზოში სხვა მხრიდან,- ყვება მეუ-ს მრევლი მარგარიტა,- გადავყარეთ მათი ყოფნის კვალი ღობის გარეთ და დავალაგეთ ტერიტორია. აღდგომის წირვა ჩატარდა მშვიდად, იყო ძალიან ბევრი ადამიანი".

ადრე მჟკ წერდა, რომ როვენის სახელმწიფო ადმინისტრაციამ ჩაატარა უმე-ს წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძრის არაკანონიერი გადაფორმება როვენის ოლქის ვლადიმირიცკის რაიონის სოფელ  ზაბოლოტიეში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ