უნეტარესმა ონუფრემ უკრაინელებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

უწმინდესი და უნეტარესი ონუფრე კიევის მარადიული ხსოვნის პარკში ჟურნალისტებთან საუბრისას. ფოტო: скриншот видео со страницы Центра информации УПЦ в Facebook.

კიევის მარადიული ხსოვნის პარკში სამამულო ომის დროს დაღუპულთა პარაკლისის გადახდის შуმდეგ უწმინდესმა უკრაინელებს მიმართა.

2021 წლის 9 მაისს კიევის მარადიული ხსოვნის პარკში, მარადიული ცეცხლის მახლობლად კიევისა და მთელი უკრაინის მიტროპოლიტმა სამამულო ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გამართა, რის შემდეგაც უკრაინელ ხალხს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა, იტყობინება საკუთარი Facebook გვერდიდან უმე-ს საინფორმაციო სამსახური.

უწმინდესმა ონუფრემ აღნიშნა, რომ ომში დაღუპულებმა თავიანთი სიცოცხლე შესწირეს იმას, რომ დღეს ჩვენ ამ მიწაზე გვეცხოვრა მშვიდობიანად. «ვულოცავ ყველას ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ მეომრებს და ლიდერებს რომელთაც თავიანთი სიცოცხლე გასწირეს, რათა ჩვენ დღეს ამ მიწაზე მშვიდობიანად გვეცხოვრა», – განაცხადა უწმინდესმა.

მან უკრაინელ ხალხს ასევე მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. «გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ფაშიზმზე გამარჯვების დღეს!», – შეაჯამა უნეტარესმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს უნეტარესმა ომში დაღუპულტა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გამართა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus