პოროშენკომ „უკრაინის ეკლესიის“ საკითხში ზელენსკისთვის „წითელი ხაზი“ გაავლო

პეტრე პოროშენკო. ფოტო: скриншот видеообращения П. Порошенко на его странице в Facebook

სახალხო დეპუტატი პეტრე პოროშენკო  მმართველი პარტიისგან ითხოვს, რომ ის  „ნაციონალური იდენტობის საკითხში“ არანაირ დათმობებზე არ წავიდეს.

„ევროპული სოლიდარობის“ ლიდერმა და ექს-პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ  უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკისთვის ხუთი „წითელი ხაზი“ გაუსვა, რომელთა შორის ეკლესიის საკითხიც არის.

თავისი მოთხოვნები პოროშენკომ  Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.

მათ შორისაა: არ  შეიცვალოს  უკრაინის კურსი  ევროსოლიდარობასა და ნატოში, არ ჩატარდეს არჩევნები დონბასში ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენამდე, დაუშვებელია კომპრომისები ყირიმში, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში  შეტანილი უნდა იყოს სარჩელები.

ეკლესიის საკითხი პოროშენკომ დააყენა მეორე ადგილზე ევროსოლიდარობასა და ნატოში უკრაინის კურსის შემდეგ.

„წითელი ხაზები“ პოროშენკოდან ზელენსკიმდე. ფოტო: : страница Петра Порошенко в Facebook

„მეორე „წითელი ხაზი“. არავითარი დათმობა ნაციონალური იდენტობის საკითხში, სწორედ უკრაინული ენისა და უკრაინის  ეკლესიის საკითხებში. თავისი ოცნებები პუტინმა გაიმეორა სულ ახლახანს, გასულ კვირას. და ნახეთ, ამასთან სინქრონულად გააქტიურდნენე „მსახურები“, რომლებიც კვლავ ცდილობენ რევიზიის ჩატარებას ენის კანონმდებლობაში“, - განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, მანამდე პოროშენკო ინიცირებდა კანონპროექტს რელიგიური ორგანიზაციების ლიკვიდაციის შესახებ „სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო“. როგორც პოლიტოლოგმა კონსტანტინე ბონდარენკომ აღნიშნა, ამით პოროშენკომ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ „ითამაშოს თავის ელექტორულ ველზე, რომ მობილიზება გაუკეთოს თავის ელექტორატს, თავად კი პატრიოტის როლში წარდგეს“.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus