ექსპერტი: მეუ-ში „გადასვლების“ დაბრკოლება არის ის, რომ ხალხს ეს არ სურს

იური რეშეტნიკოვი. ფოტო: tsn.ua

აშშ-ს მოხელეთა შეხვედრები ეპიფანესთან ადასტურებენ იმას, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია გარკვეული გეოპოლიტიკური პროექტის პროდუქტია, თვლის იური რეშეტნიკოვი.

უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში „გადასვლების“ ყველაზე დიდი დაბრკოლება არის ის, რომ მორწმუნეებს არ სურთ უღალატონ თავიანთ ეკლესიას. ამის შესახებ მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან კომენტარში თქვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატმა, ეროვნებათა და რელიგიათა საკითხების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ 2009-2010 წლებში იური რეშეტნიკოვმა.

მან დაადასტურა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შეხვედრა ეპიფანე დუმენკოსთან, რომელიც დღეს შედგა კიევში, ამერიკელი ჩინოვნიკების  პირველი კონტაქტი არ არის უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერთან და „სამწუხაროდ, ეს მხოლოდ აძლიერებს იმ აზრებსა და ვარაუდებს, რომ ამ ეკლესიის შექმნა გახდა გარკვეული გეოპოლიტიკური პროექტის პროდუქტი, კერძოდ კი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით“.

„რაც შეეხება ხელოვნურ დაბრკოლებებზე ლაპარაკს უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებების გადასვლის დროს უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში, ყველაზე დიდი დაბრკოლება არის ის, რომ თვით ამ გაერთიანებების მორწმუნეებს ეს არ სურთ, უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს არ სურთ თავიანთი ეკლესიის ღალატი და სხვა, ამ შემთხვევაში უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში გადასვლა“, - ხაზი გაუსვა ექსპერტმა, როდესაც კომენტარს აკეთებდა ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ ეპიფანემ და ბლინკენმა განიხილეს „ხელოვნური დაბრკოლებებისგან განთავისუფლების საკითხის მნიშვნელობა გაერთიანებების მიერ საკუთარი კუთვნილების განსაზღვრის პროცესში“.

იური რეშეტნიკოვის აზრით,  ხელოვნურ დაბრკოლებებზე ლაპარაკობენ ისინი, ვინც „გაუგებარია რის საფუძველზე, მაგრამ იმედოვნებენ, რომ ტომოსის წარდგენა, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა გამოიწვევს იმას, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა გაერთიანება ან მათი მნიშვნელოვანი უმრავლესობა გადავა ამ ახლადშექმნილი ფორმირების შემადგენლობაში“.

ეს არ მოხდა, დაადასტურა მან, მაგრამ „ისინი, ვისაც სურთ, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია მარტო ქაღალდზე არ იყოს, არამედ ფაქტიურად იყოს უმსხვილესი უკრაინაში, ისინი მართლაც თვლიან, რომ არის რაღაც ხელოვნური დაბრკოლებები, ვიღაც ხელს უშლის მათ“.

შეგახსენებთ, რომ მანამდე „უკრაინის პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა რუსლან ბორტნიკმა განმარტა, რატომ განიხილავენ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში რელიგიური გაერთიანებების „გადასვლების“ პრობლემას აშშ-ს სახელმწიფო მინისტრთან.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

Читайте также

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

არქივი

Система Orphus