ექსპერტი ბლინკენის შეხვედრასა და მეუ-ზე: აშშ-ს აზრით, ეპიფანე -პოლიტიკოსია

დიმიტრი ჯანგიროვი. ფოტო: detector.media

დიმიტრი ჯანგიროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და ეპიფანეს შეხვედრა ატარებს სიმბოლურ ხასიათს და გვიჩვენებს მეუ-ს მეთაურისადმი ამერიკელების დამოკიდებულებას.

ჟურნალისტი დიმიტრი ჯანგიროვი თვლის, რომ აშშ-ში მეუ-ს მეთაურს სერგეი (ეპიფანე) დუმენკოს აღიქვამენ როგორც პოლიტიკოსს, და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისმა შეხვედრამ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან.

"ეს მოკლევადიანი, სიმბოლური ვიზიტია, რომელიც გვიჩვენებს, რომ მეუ-უმეტესად ამერიკული პროექტია,- განუცხადა ჯანგიროვმა კომენტარებში მჟკ-ს. -ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ამერიკელებისათვის დუმენკო წარმოადგენს პოლიტიკოსს ან ჩინოვნიკს".

ასევე ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მათი შეხვედრა ატარებდა სიმბოლურ, და არა შინაარსობრივ ხასიათს.

"რათქმა უნდა, ეს არაეთიკურია და არაკანონიერი უცხო ქვეყნის ჩინოვნიკისათვის-რელიგიური ორგანიზაციის მეთაურთან შეხვედრა, მაგრამ შესაძლოა შეხვედრაზე არ განხილულა რაიმე კონკრეტული საკითხები, ეს უბრალოდ "სიმბოლიკაა",-დაამატა მან.

კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა ეს სიტუაცია უმე-ს ტაძრების მიტაცების ახალ ტალღას, ჯანგიროვმა განაცხადა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია პრეზიდენტ ზელენსკიზე.

"მეუ-პატარა ეკლესიაა, თუ გავითვალისწინებთ ფილარეტის გასვლას, ამიტომ მათი იმედი მხოლოდ ადმინისტრაციულ რესურსშია. შანსი, რომ ბლინკენი გასცემს შესაბამის ბრძანებას პირველი ვიზიტის დროს სავარაუდოდ ნაკლებია, თუმცა შემდგომში ასეთი შესაძლებლობა  არ არის გამორიცხული",-განაცხადა ექსპერტმა.

2021 წლის 6 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რომელიც ჩამოვიდა ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში, ეწვია მეუ-ს წმინდა მიქაელის საკათედრო ტაძარს კიევში, სადაც ესაუბრა ეპიფანე დუმენკოს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus