ჩვენი მუშაობა გაერთიანებების გადასვლასთან სულ იწვევდა გაუგებრობას, -იურაში

ანდრეი იურაში. ფოტო : скриншот youtube-канала DetectorUA

იურაში იუწყება, რომ  მეუ-ში გაერთიანებების გადასვლის შემუშავებული მექანიზმი მუშაობს, მაგრამ აქამდე არსებობს ფაქტორები, რომლებიც ცდილობენ ამ პროცესზე გავლენის  მოხდენას.

მუშაობა, რომელიც მიმართულია რელიგიური გაერთიანებების სხვა იურისდიქციაში გადასვლის პროცესის გამარტივებაზე, არ ესმოდათ და მას შიშით ხვდებოდნენ. ამის შესახებ სერგეი იურაში, რომელიც ხელმძღვანელობს უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს განყოფილებას რელიგიის, მსოფლმხედველობისა და აღმსარებლობის თავისუფლების მოქალაქეთა უფლებების უზრუნველყოფის  საკითხებში, ყვებოდა DetectorUA-ს ეთერში.

იურაშის სიტყვებით, რომელსაც ინტერვიურერმა უწოდა „მოსკოვის საპატრიარქოს უდიდესი ინკვიზიტორი“, სახელმწიფო სამსახურში კულტურის სამინისტროს ამჟამად გაუქმებულ რელიგიის საკითხთა  და ეროვნებების დეპარტამენტში ის მივიდა გადაწყვეტილებით, რომ „გაიაზროს, თუ რა წარმოადგენს  სიტუაციის განვითარების ობიექტურ ტრენდს“.

მან ხაზი გაუსვა, რომ დეპარტამენტის დახმარება უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიისა და ტომოსის მიღების საკითხში არ ყოფილა ჩარევა, არამედ „ეს იყო მხოლოდ სურვილი იმ ობიექტური რეალობის გააზრებისა, რომელიც უკრაინაში თითქმის ასი წელია არსებობს და დაეხმაროს რელიგიურ საზოგადოებას თვითრეალიზაციაში. ეს იყო მხოლოდ მუშაობა მორწმუნეთა უფლებების რეალიზაციაზე“.

თუმცა, აღნიშნა მოხელემ, დეპარტამენტის მუშაობა რელიგიური გაერთიანებების „გადასვლების“ მექანიზმზე აწყდებოდა დიდ წინააღმდეგობას, გაუგებრობასა და შიშს. მიუხედავად ამისა, შეთავაზებული სქემა, რომელსაც, იურაშის სიტყვებით, „საფუძვლად უდევს რაციონალური, ობიექტური მარცვალი“ მუშაობს, მაგრამ არის ბევრი გარე და შიდა ფაქტორი, რომლებიც ცდილობენ გავლენის  მოახდენას  ამ პროცესის რეალიზაციაზე.

„ყოველთვის იყო გარკვეული გაუგებრობა, მიუღებლობა, შიში - სუბიექტური, ობიექტური, რომლებიც ხელს უშლიდნენ საბოლოო და ღრმა გააზრებას იმ ჩანაფიქრისა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. მაგრამ  ბოლომდე არ ვეთანხმები იმას, რომ ის არ მუშაობს. ჯერ ერთი, სადღაც 350-400 გაერთიანება ამ სქემით უკვე რეალიზებულია (აღმსარებლობის ფორმის შეცვლის უფლება, - რედ.), და კიდევ, მაგალითად 200 ან 300 გაერთიანება სასამართლოში იბრძვის უფლებისთვის, რომ ამ სქემით იმოქმედოს. ესე იგი ეს ყველაფერი ერთად არა ნაკლებ 600, შეიძლება 700 გაერთიანებაც იყოს, ვინც ამ სქემით ისარგებლა“, - თქვა ანდრეი იურაშმა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა გაერთიანება არა ერთხელ წერდა, რომ ასეთი „გადასვლები“ ხდება ადგილებზე: კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებს რეიდერულად იტაცებენ, მოხელეების მიერ, კანონის დარღვევითა და მორწმუნეების სურვილის საწინააღმდეგოდ,  ხშირად ხდება  მისი  გაერთიანებების გადარეგისტრირება უკრაინაში  მართლმადიდებელ  ეკლესიაში.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიდიულმა განყოფილებამ განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის შესახებ მინისტრთა კაბინეტის მოხელის ანდრეი იურაშის მხრიდან.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus