ეპიფანემ განმარტა, რატომ არ არის ახლა მეუ-სთვის ლავრის წართმევის დრო

მეუ-ს მეთაური სერგეი (ეპიფანე) დუმენკო.ფოტო: скриншот видео

დუმენკომ თქვა, რომ ახლა არ ღირს რელიგიური მტრობის გაღვივება, რამდენადაც უკრაინა ებრძვის აგრესორს და კორონავირუსს. უნდა მოვიცადოთ.

მეუ-ს მეთაურმა სერგეი(ეპიფანე) დუმენკომ ინტერვიუში "5 არხთან" განაცხადა, მის სტრუქტურას რატომ არ მიაქვს უკრაინული ლავრა, რომლებიც, როგორც ის თვლის, ახლა იმყოფება "სულიერ ოკუპაციაში". მისი სიტყვებით, "ასე უბრალოდ ჩვენ ლავრის წართმევა ახლა არ შეგვიძლია", რამდენადაც "ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ახლა ჩვენს საზღვრებზე".

"ეს იქნება მტრობა, ეს იქნება ბრძოლა, საჭიროა დრო,- თქვა დუმენკომ და განმარტა, რომ ახლა არ ღირს რელიგიური მტრობის გაღვივება, რამდენადაც უკრაინა ებრძვის აგრესორს და კორონავირუსს. - გავხსნათ კიდევ რელიგიური ფრონტი არ იქნება სწორი. ჩვენ უნდა დავიცადოთ, მოვითმინოთ, რადგან ახლა დრო არ არის".

ასევე დუმენკომ განაცხადა, რომ რელიგიურ მტრობას აღვივებენ ისინი, ვინც აცხადებს, რომ მეუ იტაცებს ტაძრებს.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავერთიანდეთ სიყვარულის საფუძველზე, რათა არ იყოს ეს მტრობა, - განაცხადა მეუ-ს მეთაურმა.- ახლა ჩვენ ვხედავთ მრავალი თემის გადასვლას - მაგრამ ეს თემებია, რომლებიც გარკვეული არიან თავის უმრავლესობაში. არის კიდევ მრავალი თემი, რომლებსაც უბრალოდ ეშინიათ ასეთი გაბედული ნაბიჯის გაკეთება, რადგანაც ამ გზაზე არის უამრავი დაბრკოლება". 

ეპიფანეს აზრით, მტრობას აღვივებენ ისინი, ვინც საუბრობს ტაძრების მიტაცებაზე.

"არიან გარკვეული ოლიგარქები უკრაინაში, რომლებიც აფინანსებენ, აღვივებენ ხელოვნურად ამ მტრობას, აჩვენებენ, თითქოს ჩვენ ვიტაცებთ ტაძრებს",-დაამატა მან.

ამასთან ერთად სხვა ადგილას ინტერვიუში დუმენკომ უმე-ს უწოდა (მან უწოდა მას რუსული ეკლესია"-რედ.) "ჩვენი მტერი".

შეგახსენებთ, ადრე დუმენკომ განაცხადა, რომ აბსოლუტურად ყველა მართლმადიდებელი თემი, იმათი ჩათვლით, ვინც იმყოფება უმე-ში, ეკუთვნის მეუ-ს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus