მეუ-სთვის წმინდა ცეცხლი «ახალი ფოსტით» ჩამოაბრძანეს

«არქიეპისკოპოსი» აგაპიტ გუმენიუკი წმინდა ცეცხლით, რომელიც მეუ-სთვის უკრაინაში მრევლმა ჩამოაბრძანა . ფოტო: pomisna.info

მეუ-სთვის წმინდა ცეცხლი, რომელიც ქრისტეს საფლავზე გარდამოვიდა 2021 წლის 1 მაისს, უკრაინაში ჩამოაბრძანეს «მორწმუნეებმა და კეთილმა ადამიანებმა».

წმინდა მიქაელის სახელობის ოქროს გუმბათიან მონასტერში 2 მაისს მიაბრძანეს წმინდა ცეცხლი, რომელიც იერუსალიმიდან ჩამოიტანეს «ახალი ფოსტით».

«წმინდა ცეცხლი მართმადიდებლურ საკათედრო ტაძარში ჩამოაბრძანეს კეთილი ნების მორწმუნეებმა სამგზავრო რეისით "ახალი პოსტა გლობალი"», – იუწყება განხეთქილებაში მყოფთა საინფორმაციო საიტი.

როგორც «არქიეპისკოპოსმა» აგაპიტ გუმენიუკმა დააკონკრეტა, წმინდა ცეცხლი იერუსალიმიდან მეუ-ს მორწმუნეებისათვის ჩამოაბრძანეს.

შეგახსენებთ, უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურმა დელეგაციამ წმინდა ცეცხლი უკრაინაში 1 მაისს ჩამოაბრძანა, რომელიც მათ იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილემ გადასცა, როგორც კანონიკურ ეკლესიებს შორის დალოცვა.

ასევე მჟკ წერდა, რომ მეუ-ში არ სჯერათ წმინდა ცეცხლის სასწაულებრივი გზით გარდამოსვლა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus