უმე-ს დევნილი თემი ვოლინის ს. ბრონიცაში აღდგომას შეხვდა ახალ ტაძარში

ბრონიცის უმე-ს თემის პირველი ღვთისმსახურება ახალ ტაძარში. ფოტო: Facebook-страница Nazar Priymak

ს.ბრონიცას მორწმუნეები, რომლებმაც  2019 წელს დაკარგეს წვდომა თავის ტაძართან მეუ-ს რეიდერების გამო, აიშენეს ახალი ეკლესია.

2021 წლის აღდგომა  განსაკუთრებული გახდა კამენო -კაშირის რაიონის ვოლინის ოლქის სოფელ ბრონიცას უმე-ს თემისათვის. საეკლესიო სახლში ორი წლის მსახურების შემდეგ, მრევლი შეხვდა ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს მეუ-ს რეიდერების შეტევის შემდეგ აშენებულ ახალ ტაძარში.

პირველი სააღდგომო წირვის სურათი, და ასევე პირველი ღვთისმსახურებისათვის მზადება გამოაქვეყნა Facebook-ზე თემის წინამძღვარმა მამა ნაზარე პრიმაკმა, იტყობინება მჟკ-ს კორესპოდენტი.

2021 წლის 27 მართს ბრონიცაში აკურთხეს და აღმართეს გუმბათის ჯვარი ტაძარზე ღვთისმშობლის ხატის "მსწრაფლშემსმენელის" სახელზე, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივმა თემმა ააშენა მეუ-ს მიერ მიტაცებული იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძრის ნაცვლად.

მამა ნაზარე დაინიშნა რეიდერების მიერ დაზარალებული ორი მეზობელი სოფლების ბრონიცას და კრიმნოს მართლმადიდებელი თემის წინამძღვრად  2020 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც ყოფილი წინამძღვარი გადაიყვანეს სხვა სამრევლოში. როგორც მჟკ იუწყებოდა, 2019 წლის იანვარში თემის დიდი ნაწილი მღვდელმსახურთან ერთად, მიუხედავად  მეუ-ს აქტივისტების მხრიდან თავდასხმისა, უარი განაცხადეს გადასულიყვნენ სქიზმატიკოსების სტრუქტურაში და დაკარგეს წვდომა ტაძართან.

სულ კამენო-კაშირის რაიონში მეუ-მ შეძლო სამი სამრევლოს წართმევა- სოფლებში ბრონიცა, ნუინო და რაკოვ ლესში, ამასთან თემი ყველგან გადარჩა, მიუხედავად იმისა, რომ განხეთქილებაში წავიდა ორი წინამძღვარი.

ამ დროისათვის უმე-ს თემი სოფელ რაკოვ ლესში გადავიდა ახალ ტაძარში, ნუინოში მრევლი აქტიურად აშენებს ეკლესიას მეუ-ს მიერ წართმეული ორი სოფლის ტაძრის ნაცვლად. ბრონიცაში მშენებლობის ადგილი აკურთხეს 2020 წლის 8 ნოემბერს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus