ს.ნესვიჩის მეუ-ს მიერ დაზარალებული თემი პირველ აღდგომას შეხვდა ახალ ტაძარში

სოფელ ნესვიჩის უმე-ს თემის ახალი ტაძარი. ფოტო: Facebook-страница о. Николая Ковальчука

ს.ნესვიჩში უმე-ს ახალ ტაძარში მოსალოდნელია მრავალი სამშენებლო სამუშაოების ჩატარება, თუმცა მორწმუნეები იკრიბებიან იქ ჯერ კიდევ 2020 წლის 21 ნოემბრის დიდი დღესასწაულიდან.

წმინდა მიქაელის უმე-ს თემის სამრევლო ვოლინის ოლქის სოფელ ნესვიჩში პირველ აღდგომას  შეხვდა ახალ ტაძარში, რომელიც აღმართულია მეუ-ს მიერ წართმეულის ადგილას. პირველი სააღდგომო კვირის სურათი გამოაქვეყნა Facebook-ში თემის წინამძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლაი კოვალჩუკმა, იტყობინება მჟკ-ს კორესპიდენტი.

ტაძარში აუცილებელია კიდევ მრავალი სამშენებლო სამუშაოს ჩატარება, თუმცა სამრევლო იქ იკრიბება ჯერ კიდევ 2020 წლის 21 ნოემბრის დიდი დღესასწაულიდან.

თუმცა ახალი ტაძრის საძირკველი აკურთხეს მხოლოდ 2020 წლის სექტემბერში.

როგორც იუწყებოდა მჟკ, მეუ-ს აქტივისტების რეიდერული ქმედებების გამო ადგილობრივმა წმინდა მიქაელის უმე-ს თემმა დაკარგა წვდომა საკუთარ ტაძართან 2019 წლის 4 მარტიდან. მოგვიანებით თემს წაართვეს ასევე იურიდიული პირის სტატუსი: 2019 წლის 18 მარტს ვოლინის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განკარგულებით სამრევლო გადააფორმეს მეუ-ს სასარგებლოდ, და შემდეგ კიდევ ერთი განკარგულებით,  შექმნილ მეუ-ს თემს გამოსაყენებლად გადასცეს  ტაძარი, რომელიც წარმოადგენს  არქიტექტურულ ძეგლს.

თავდაპირველად ტაძრის დაკარგვის შემდეგ უმე-ს თემი იკრიბებოდა საეკლესიო სახლში ტაძრის ახლოს, მაგრამ  ადამიანები იძულებით გაიყვანეს.  დიდი ხნის განმავლობაში უმე-ს თემი სალოცავად იკრიბებოდა კარავში, სიცივეების დადგომიდან თანასოფლელები თავის სახლში შეუშვა ერთ-ერთმა  მრევლმა.

ახალი ტაძარი აშენდა კერძო საკუთრების ტერიტორიაზე.

ადრე მჟკ წერდა, რომ რეიდერების მიერ დაზარალებულმა უმე-ს თემმა ვოლინში მიიღო ღვთაებრივი ცეცხლი.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus