აღდგომის დღეებში თქვენთან ვართ,- კვიპროსის ეკლესიის იერარქმა მოულოცა უმე-ს

ტამასოს და ორინის მიტროპოლიტი ისაია. ფოტო: rusk.ru

ტამასოს და ორინის მიტროპოლიტმა ისაიამ გაუგზავნა მოლოცვა უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას და უკრაინელ ხალხს აღდგომის წინა დღეს. 

ტამასოს და ორინის მიტროპოლიტი ისაიამ (კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია) გაუგზავნა სააღდგომო მილოცვა უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას და უკრაინელ ხალხს ქრისტეს ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომამდე, გადმოსცა უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილებამ.

"აღდგომის ამ დღეებში ჩვენ ვართ თქვენთან, ჩვენ ვლოცულობთ თქვენზე, რომ დაისადგუროს მშვიდობამ უკრაინულ მიწაზე, რომ შეწყდეს ყველა საომარი მოქმედებები და ასევე საომარი მოქმედებები ეკლესიის წინააღმდეგ,-აღნიშნა მილოცვაში იერქმა.- კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის ტამასოს და ორინის ეპარქიების სახელით მინდა მოვულოცო უკრაინელ ხალხს, უკრაინულ ეკლესიას და პირადად მიტროპოლიტ  ონუფრის-ეკლესიის წინამძღვარს-აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, წმინდა, წმინდა აღდგომა! ქრისტე აღსდგა!

აღდგომის ამ დღეებში ჩვენ გვრძნობთ იმ სიხარულს, რომელიც ქრისტეს ნათელმა მოიტანა დედამიწაზე, და ჩვენ გვინდა ის გავიზიაროთ  ყველა მართლმადიდებელ ადამიანებთან, განსაკუთრებით ჩვენს მართლმადიდებელ უკრაინელებთან, რომლებმაც განიცდიან მრავალ ცდუნებებს ამ ბოლო წლების განმავლობაში, და დიდ საცდურს ითმენს ადგილობრივი ეკლესია.

ქრისტე აღსდგა! ჩვენ ყოველთვის გვახსოვხართ და გვიყვარხართ! გფარავდეთ უფალი!"

ადრე ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, ლოვჩანის მიტროპოლიტმა გაბრიელმა მიულოცა კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას და უკრაინელ ხალხს.

ასევე უმე-მ გაუგზავნა მისალოცი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქს, რომელმაც უსურვა მშვიდობა და ძმური სიყვარული ყველა კეთილი ნების ადამიანს ძმურ სლავურ ქვეყანაში.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus