უმე-ს ვუსურვებ,რომ აღდგომას მშვიდობამ დაისადგუროს, - სერბი იერარქის მილოცვა

ბუდიმლიანსკ-ნიკშიჩის ეპისკოპოსი იოანიკი. ფოტო: скриншот youtube-канала Українська Православна Церква

ბუდილმიანსკ-ნიკშიჩის ეპისკოპოსმა იოანიკიოსმა მიულოცა უმე-ს და მის მორწმუნეებს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დამდეგი დღესასწაული.

აღდგომის წინ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, სმე-ეს ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლიის ადმინისტრატორმა, ბუდილმიანსკ-ნიკშიჩის ეპისკოპოსმა იოანიკიოსმა სააღდგომო მილოცვა გამოუგზავნა კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას და უკრაინელ ხალხს.

სერბი იერარქის ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილებამ.

„მთელი გულით ვულოცავ მის უნეტარესობას კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონუფრის და  სრულიად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიას, სამღვდელოებას, ბერ-მონაზვნობას და ერთგულ ხალხს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს, აღდგომას - სიკვდილიდან სიცოცხლეზე გადასვლის დღესასწაულს!

ლოცვით  ვუსურვებ უკრანის მართლმადიდებელ ეკლესიას და მის ერთგულ ხალხს, რომ ამ დიდ დღესასწაულზე ზეიმი უდიდეს სიხარულში შედგეს, რათა შეჩერდეს ძმათა სისხლისღვრა, რომ დაისადგუროს მშვიდობამ და ძმური სიყვარული გამეფდეს კეთილი ნების ყველა ადამიანს შორის მოძმე სლავურ ქვეყანაში.

ვიზიარებ რა თქვენთან ერთად, ძვირფასო ძმებო და დებო, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის სიხარულს, მსურს, რომ მეფემ ღვთიური ძალა მოგანიჭოთ ცოდვაზე, სიცრუეზე და ძმათა დაყოფაზე გამარჯვებისთვის, რომ ყოველთვის იყოთ მისი აღდგომის თანაზიარი! ქრისტე აღსდგა!“ -  გვისურვა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე სერბეთის პატრიარქმა პორფირემ ხაზი გაუსვა, რომ სერბეთის მართლმადიდებლი ეკლესია ყოველთვის არის წესრიგისა და კანონების მხარეს, მათ შორის, „უკრაინულ საკითხზე“.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაღიზიანებთ თუ არა კინემატოგრაფიაში ლგბტ სცენების დომინირება?
დიახ
93%
არა
7%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 14

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus