შეწყვიტეთ სროლა აღდგომის დღეებში მაინც, - უმე-ს წინამძღვარი

01 მაისი 2021 18:30
21
უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრე. ფოტო: news.church.ua უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრე. ფოტო: news.church.ua

უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ მოუწოდა სააღდგომო შერიგებისკენ ყველას, ვისაც გავლენა აქვს დონბასში შეიარაღებული შეტაკების მსვლელობაზე.

ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ მიმართა ქვეყნის აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილეებს. მეუფის ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრმა.

„ამ წმინდა დღეებში მინდა მივმართო იმ ხალხს, ვისაც გავლენა აქვს ჩვენი სახელმწიფოს, უკრაინის  აღმოსავლეთში, დონბასში შეიარაღებულ შეტაკებაზე - ქრისტეს სახელით, შეწყვიტეთ სროლა აღდგომის დღეებში მაინც!“, - მოუწოდა წინამძღვარმა ყველას, ვისაც ეხება შერიგების პრობლემის მოგვარება.

მისმა უნეტარესობამ მოუწოდა აგრეთვე  გაანთავისუფლონ ყველა ტყვე, რომ „მათ შეძლონ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს  თავიანთ ოჯახებში შეხვდნენ“.

„ღმერთი შეგვეწიოს ყველას!“ - დაასრულა უნეტარესმა მიტროპოლიტმა.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ვნების შვიდეულის დიდ სამშაბათს უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ სააღდგომო ეპისტოლე გადასცა მღვდელმთავრებს, მღვდლებს, ბერებს და  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ერთგულ შვილს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ