„ხალხის მსახურებმა“ ახსნეს ზელენსკის სურვილი პუტინთან შეხვედრის თაობაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი. ფოტო: president.gov.ua

ვატიკანი წმინდა ადგილია, რომელიც „მენტალურად“ განაწყობს სამშვიდობო მოლაპარაკების ჩასატარებლად, თვლის დავით არაჰამია.

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ მეთაურმა დავით არაჰამიამ ახსნა, რატომ სურს უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის შეხვდეს ვლადიმერ პუტინს ვატიკანში. ამის შესახებ მან თქვა ხუთშაბათს, 29 აპრილს ჟურნალისტებთან საუბარში, იუწყება тг-არხი PavlovskyNews.

მისი აზრით, ვატიკანი წმინდა ადგილია, რომელიც განაწყობს სამშვიდობო მოლაპარაკების ჩასატარებლად.

უკეთესი ქვეყნის პოვნა ასეთი მიზნებისთვის, თვლის არაჰამია, ძნელი მოსაძებნია.

„შეიძლება მხოლოდ შვეიცარია, ისიც იმიტომ, რომ მან ყველა მსოფლიო ომში ნეუტრალიტეტის სტატუსი შეინარჩუნა. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც მენტალურად სამშვიდობოდ არიან განწყობილები“, - თქვა ფრაქცია „ხალხის მსახურის“ მეთაურმა.

რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზება უნდა მოხდეს უკვე შემდეგ თვეში, თვლის დეპუტატი.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ პუტინთან შეხვედრის გამართვის ადგილად ვატიკანი აირჩია და უწოდა მას „დონბასში სამშვიდობო დიალოგისთვის იდეალური ადგილი“. ამ განცხადებაზე კომენტარი გააკეთეს ვატიკანში და მზადყოფნა გამოთქვეს, რომ დაეხმარებიან უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებას მინსკის  ჯგუფის მუშაობის ფარგლებში.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus