უმე-ს ტაძრის წინამძღვარმა სუტკოვცში უარყო სქიზმატიკოსების განცხადება

წმინდა პოკროვის სახელობის ტაძარი სუტკოვცში, ხმელნიცკის ოლქი. ფოტო: hghstories.com

ადამიანები ისევე ჩვეულებრივად მშვიდად იკრიბებიან სალოცავად ტაძარში, მაგრამ სქიზმატიკოსების მასმედია ტიარჟირებას უწევს ფეიკებს, განაცხადა უმე-ს  წინამძღვარმა სუტკოვცში.

უმე-ს წმინდა პოკროვის ტაძრის წინამძღვარმა ხმელნიცკის ოლქის სოფელ სუტკოვცში, დეკანოზმა ვლადიმერ სტეპანიშინმა განუცხადა მჟკ-ს, რომ მისი ფანტაზიებით "გადაყვანილი" მეუ-თემი აგრძელებს ჩვეულებრივად ლოცვას თავის ტაძარში, და ამ სტრუქტურის  საინფორმაციო საშუალებები  ამაოდ აწუხებენ მრევლს განცხადებებით, რომ ტაძარი თითქოსდა ეკუთვნის ეპიფანეს სტრუქტურას.

მღვდლის სიტყვებით, თემის იურისტებმა ვერ იპოვეს სასამართლო საქმეების რეესტრში უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება ტაძრის სამრევლოს მეუ-ში გადარეგისტრიება.  ასევე ის არ მოსულა ფოსტით.

"ამ დროისათვის ჩვენი სამრევლო პოზიტიურადაა განწყობილი, მშვიდად ლოცულობს ტაძარში, კონფლიქტები ჩვენსა და მეუ-ს მომხრეებს შორის არ არის, ისინი ჩვენთან ეკლესიაში არ შემოდიან. შესაძლებლად მიმაჩნია, რომ ჩვენთანაც მოვიდეს ეს უბედურება", -აღნიშნა თემის წინამძღვარმა სუტკოვცში მ. ვლადიმირმა.

მისი სიტყვებით ეკლესიაში ღვთისმსახურებაზე იკრიბება ასობით ადამიანი, ხოლო მეუ-ს წმინდა პოკროვის ტაძრის თემში დარეგისტრირებულია 300 ადამიანი.

მეუ-ს ხელმძღვანელების გამონათქვამების კომენტირებისას მღვდელმა თქვა, რომ ისინი არ ატარებენ მის გვერდით "მსახურებას" და ჯერჯერობით არაფერს არ აშენებენ, არამედ იკრიბებიან მეზობელ იარმოლინცში, სადაც მათ "წინამძღვარს" ნიკოლაი კოვალიკს ყავს ორი სამრევლო.

"მაგრამ იქაც ძლივს იკრიბება ნახევარასეული ადამიანი,- დაამოწმა მ.ვლადიმირმა.- იარმოლინცში სხვადასხვა კონფესიებია. მაგრამ ყველაზე მეტად დადიან ჩვენს ეკლესიაში,  წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ტაძარში, სადაც მსახურობს ოლქის მთავარუხუცესი დეკანოზი როსტისლავი. რაიონული ცენტრის მაცხოვრებლების 95 % უმე-ს სამრევლოა, ამას თქვენ დანამდვილებით გეუბნებით!"

ადრე წმინდა ხმელნიცკის ეპარქიის უმე-ს პოკროვის ტაძრის დეკანოზმა ვლადიმირ სტეპანიშინმა, სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომელიც გადაწყდა სქიზმატიკოსების სასარგებლოდ, განუცხადა მჟკ-ს, რომ მეუ-ში ტყუილსა და ცილისწამებაზეა ყველაფერი აგებული.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus