უმე-ს იერარქი ყვება, შესაძლებელია თუ არა აღდგომის აღნიშვნის გადაწევა

ჩერკასკისა და კანევსკის არქიეპისკოპოსი თეოდოსი. ფოტო: Черкасский благовестник

ჩერკასკისა და კანევსკის  არქიეპისკოპოსი თეოდოსი თვლის, რომ სააღდგომო ლიტურგია არ შეიძლება დაიწყოს, სანამ შუაღამე არ დადგება. 

ჩერკასკისა და კანევსკის  არქიეპისკოპოსმა  თეოდოსმა (სნეგირიოვი) მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირისთვის კომენტარი გააკეთა იმ დისკუსიებზე, რომლებიც ეხება სააღდგომო სადღესასწაულო მსახურების დაწყების დროის გადაწევას ელადის ეკლესიაში, სადაც კომენდანტის საათის გამო მსახურების დაწყება კვირის 00:00  ნაცვლად 22:00 გადმოწიეს, შემდეგ კი შაბათის 21:00.

 „აი უკვე მეორე წელია კორონავირუსი და მისი შედეგები გვაიძულებენ გადავხედოთ  ჩვენთვის ჩვეული ცხოვრების ყველა ნორმასა და წესს, - აღნიშნა მღვდელმთავარმა. - ამ მხრივ გამონაკლისს არც ეკლესია წარმოადგენს. ვფიქრობ, მთავარია, თავიდან როგორ მოვიქცევით, რა ტაქტიკას ავირჩევთ შეცლილ გარემოებებში. ფაქტიურად, ახლა ეყრება საფუძველი საეკლესიო გადაწყვეტილებების მიღებას არა მარტო კოვიდის, არამედ მომავალი ძვრებისა და კატაკლიზმების პერიოდში, რომელთა შესახებ უფალს არა ერთხელ უსაუბრია  თავის მოწაფეებთან“.

ზუსტად ამიტომ, არქიეპისკოპოსის აზრით, „ნებისმიერი საკითხი, რომელიც ითხოვს ჩამოყალიბებული ტრადიციების, საეკლესიო წესდებისა და კანონების გადახედვას, ზედმიწევნით უნდა იყოს შესწავლილი და გამოირიცხოს ნაჩქარევი, საკამათო გადაწყვეტილებები, რომლებიც, ბუნებრივია, იწვევს აზრთა სხვადასხვაობასა  და მორწმუნეთა დაბრკოლებას. ასეთ საკითხებს ცალმხრივად განეკუთვნება  აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის დროის  3 საათით უკან გადაწევის საკითხი, რომელიც საბერძნეთის ხელისუფლებამ თავს  მოახვია  ელადის  მართლმადიდებელ ეკლესიას“.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კორესპონდენტის შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა ასეთი პრაქტიკა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთათვის, მღვდელმთავარმა უპასუხა უარყოფითად.

მისი აზრით, სააღდგომო ღვთისმსახურების დასაწყისი შუაღამემდე ფაქტიურად იქნება „ქრისტეს აღდგომის შეხვედრა შაბათს, რაც დაუშვებელია როგორც მართლმადიდებლური კანონიკის, აგრეთვე საეკლესიო წესდებისა და ისტორიული სინამდვილის თვალსაზრისითაც. საეკლესიო წესდება განსაზღვრავს სააღდგომო დღესასწაულის დაწყების დროს  აღდგომის ბრწყინვალე დღის „ცისკარზე“. ეს შეიძლება იყოს ახალი დღის 00:00, ან დილით ადრე, ან გვიან დილით, მაგრამ არა წინადღით შაბათს. ამ წესის დარღვევით ჩვენ არა მარტო ვარღვევთ ეკლესიის უძველეს ტრადიციასა და ღვთისმსახურების წესს, არამედ ვამახინჯებთ თავად დღესასწაულის  აზრს, რადგან ქრისტე ხომ სამი დღე იყო საფლავში და არა ორი. და აღდგა ის არა შაბათის უქმეს, არამედ ახალი კვირის პირველ დღეს - ახალი სამყაროსა და ახალი აღთქმის პირველი დღეს“. 

მეუფე თეოდოსი თვლის, რომ მორწმუნეებმა უნდა გამოამჟღავნონ ხელისუფლებისადმი მორჩილება იმ საკითხებში, რომლებზეც ვრცელდება მათი კომპეტენცია, მაგრამ ამავე დროს ის უშვებს, რომ „სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებებმა“ შეიძლება „გამოიყენონ ახლანდელი საკარანტინე წესები, რომ დააზარალონ თვით ქრისტიანები. უმეტესად კი, მართლმადიდებელი ქრისტიანები. დააზარალონ საკითხებში, რომლებსაც საკარანტინო ღონისძიებებისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვთ. განსაკუთრებით მათ აღდგომის წინ ააქტიურებენ, უკვე მეორე წელია  ზედიზედ“.

ამიტომ, მღვდელმთავრის აზრით, „ჩვენ, ეკლესიურ ადამიანებს, ამ დროს გვმართებს მეტი სიფხიზლე და შორსმჭვრეტელობა, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არ დავუშვათ ამა ქვეყნის ბრძანებლის მიერ ჩვენი ეკლესიის ჩათრევა დაუშვებელი კომპრომისების სიბრტყეში“.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, საბერძნეთის ხელისუფლებამ და ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიაღწიეს შეთანხმებას საკარანტინე შეზღუდვების გამო აღდგომის აღნიშვნის დროის შეცვლის შესახებ. ამის შემდეგ  ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა ამბროსიმ წერილით მიმართა ათენისა და სრულიად ელადის არქიეპისკოპოს იერონიმს, სადაც განაცხადა, რომ საღმრთო ლიტურგიის ჩატარების დროსთან დაკავშირებით  164-ე  სინოდალური პერიოდის წმინდა სინოდის წევრები „არღვევენ კანონიკური ეკლესიის წესრიგს“. მიტროპოლიტმა ხაზი გაუსვა, რომ სააღდგომო მსახურებები უნდა დაიწყოს არა 21:00, როგორც დაგეგმილია, არამედ შუაღამეზე.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაღიზიანებთ თუ არა კინემატოგრაფიაში ლგბტ სცენების დომინირება?
დიახ
100%
არა
0%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 2

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus