უმე-ზე ზეწოლის შემთხვევაში, მილიონობით ადამიანი ქუჩაში გამოვა, -რმე იერარქი

არქიეპისკოპოსი ლეონიდე (გორბაჩოვი). ფოტო: kommersant.ru

არქიეპისკოპოსი ლეონიდე თვლის, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები მამაცი და ღვთისმოსავი ხალხია, ნამდვილი აღმსარებლები.

2021 წლის 25 აპრილს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის არქიეპისკოპოსმა ლეონიდემ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ ბერძნულ გამომცემლობასთან «Δημοκρατική» ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ უკრაინის ხელისუფლება განახორციელებს ზეწოლას უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე, მილიონობით მორწმუნე ქუჩაში გამოვა, იუწყება „რომფეა“.

რუსეთის ეკლესიის იერარქმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ჯერ კიდევ მოქმედებენ კანონები, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას უწევენ დისკრიმინაციას. „უფრო მეტიც, - თქვა მეუფემ, - მმართველმა პარტიამ შემოიტანა მთელი რიგი ახალი კანონპროექტები, ერთ-ერთი მათგანი, მაგალითად, ნებას აძლევს პრეზიდენტსა და უკრაინის ნაციონალური უშიშროების საბჭოს სასამართლოს გარეშე, ქონების კონფისკაციით გააუქმოს ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაცია გაუგებარი პოლიტიკური ბრალდებებით“.

ამავე დროს არქიეპისკოპოსმა ლეონიდემ ხაზი გაუსვა, რომ „პოლიტიკური გადაწყვეტილებით შეუძლებელია ქვეყნის ყველაზე დიდი კონფესიის გაუქმება“.

„სიმტკიცე, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა გამოამჟღავნეს, შოკისმომგვრელია. ეს მამაცი და ღვთისმოსავი ხალხია - ნამდვილი აღმსარებლები. თითქმის არც ერთი შემთხვევა არ არის, რომ ტაძრის მიტაცების დროს ისინი ჩხუბში ჩართულიყვნენ ან დარტყმაზე დარტყმოთ ეპასუხათ“, ხოლო გაერთიანებები, „რომლებმაც ტაძრები და სამართლებრივი სტატუსი დაკარგეს, არ ქრებიან, არამედ ისინი  ლოცულობენ და მსახურობენ სახლებში, ხანდახან სოფლის სხვადასხვა ადგილებში. ბევრი მათგანი უკვე ახალ ტაძრებს აშენებს“, - უყვებოდა მეუფე ბერძენ ჟურნალისტებს.

არქიეპისკოპოსმა ლეონიდემ აღნიშნა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს აქტიური სამოქალაქო პოზიცია გააჩნიათ და ისინი კანონის ფარგლებში აპირებენ თავიანთი ეკლესიის დაცვას.

„სულ რამდენიმე დღეში შეგროვდა მილიონი ხელმოწერა ახალი დისკრიმინაციული კანონპროექტების წინააღმდეგ, რომლებიც პირდაპირ პრეზიდენტის კანცელარიაში იყო გადაცემული. ვთვლი, რომ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში შედეგი იქნება იგივე, რაც ჩერნოგორიაში: მილიონობით მართლმადიდებელი გამოვა ქუჩაში“, - დაასკვნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია „იძულებული იყო შეეწყვიტა ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან, საეკლესიო კანონების შესაბამისად“. თუმცა, თქვა მეუფემ, „ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ ურთიერთობა ჩვენს ეკლესიებს შორის აღდგება. მაგრამ ამისთვის პატრიარქმა ბართლომემ თავი უნდა შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც არა მხოლოდ წესებს არღვევენ, არამედ თვით მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიას უარყოფენ“.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მღვდელმთავარ ლეონიდეს სიტყვებით, რუსულმა ეკლესიამ კი არ გაწყვიტა ფანართან ურთიერთობა, არამედ ფანარმა უკრაინის მართლმადიდებელ  ეკლესიასთან.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus