ფანარიონმა გაწყვიტა ურთიერთობა რმე-სთან,-რუსული ეკლესიის იერარქი

მთავარეპისკოპოსი ლეონიდი. ფოტო: romfea.gr

არქიეპისკოპოსი ლეონიდი თვლის, რომ ფანართან ურთიერთობა გაწყვიტა არა რუსულმა ეკლესიამ, არამედ ფანარიონმა- უმე-სთან.

2021 წლის 25 აპრილს რმე სსუგ-ს თავჯდომარის მოადგილემ,  ვლადიკავკაზისა და ალანიის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსმა ლეონიდმა, ბერძნულ გამომცემლობასთან «Δημοκρατική»  ისაუბრა იმაზე, თუ ვინ არის სინამდვილეში  ფანარიონსა და რუსული ეკლესიის ევქარისტული ურთიერთობების განხეთქილებაში დამნაშავე , იუწყება  «Ромфея».

მისი სიტყვებით, "რუსული ეკლესია არ არის დამნაშავე ამ განხეთქილებაში", არამედ ფანარიონის მომხრეები "ხშირად ცდილობენ უკრაინული ეკლესიური კრიზისი წარმოაჩინონ როგორც იურისდიქციის კონფლიქტი ორ ეკლესიას შორის. მაგრამ ასეთი ინტერპრეტაცია ძირშივე არასწორია."

მეუფემ აღნიშნა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა და ამ ეკლესიის სინოდმა "არამარტო დაადგინეს თავისი იურისდიქცია უკრაინაში, არამედ გააკეთეს ისე, რომ ეს  გამოდის მართლმადიდებლური ეკლეზიოლოგიის ჩარჩოებს გარეთ".

არქიეპისკოპოსმა ლეონიდმა გაიხსენა, რომ ფანარიონის მეთაური მიიჩნევს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონუფრის  როგორც" თავისი ტიტულის დროებით უკანონოდ " მატარებელს " , და "ჯგუფი, რომელიც ძირითადად შედგება უმე-ს დისიდენტებისაგან და სქიზმატიკოსებისაგან-ერთადერთ კანონიკურ ეკლესიად უკრაინაში".
ამგვარად, პატრიარქმა ბართლომემ "ჩაანაცვლა ეკლესია უკრაინაში განხეთქილების ჯგუფით ამ ქვეყანაში. ასეთი შესაძლებელია წარმოსახვაში, მაგრამ შეუძლებელია მართლმადიდებელ ეკლესიაში",-აღნიშნა მეუფემ.

ამავე დროს მან განაცხადა, რომ რუსულ ეკლესიას არ შეუწყვეტია ევქარისტული ურთიერთობა ფანარიონთან,  არამედ "კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ გაწყვიტა ურთიერთობა რმე-სთან, იმიტომ რომ, მისი აზრით, ასეთი ეკლესია უკვე აღარ არსებობს."

"შეიძლება თუ არა ახლა წარმოვიდგინოთ, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მოიწვიოს მსახურებაში კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონუფრი?",-დასვა რიტორიკული შეკითხვა მეუფე ლეონიდმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ კვიპროსის კიკიისა და თილირიის მართლმადიდებელი ეკლესიის მირტოპოლიტი ნიკიფორე თვლის, რომ  უკრაინისათვის "ავტოკეფალიის" მინიჭების საკითხში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ქმედებებს- მიყავს საშინელ განხეთქილებამდე.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus