სოცქსელებში ყვებოდნენ,სინამდვილეში რა დამოკიდებულება აქვს ათონს მეუს მიმართ

ათონის წმინდა მთის დროშა. ფოტო: visitkavala.gr

ქსელში გამოქვეყნებულ სტატიაში ათონის ბერებმა ხაზი გაუსვეს, რომ მეუ-ს მიმართ წმინდა მთის ოფიციალური პოზიცია  ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

ქსელში გამოაქვეყნეს ათონის საძმოს წარმომადგენელთა პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე, რომლებიც ეხება  უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ათონის წმინდა მთის პოზიციას. სტატია სათაურით „ათონი და უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია. ხედვა ათონიდან კითხვებში და პასუხებში“ გამოქვეყნებული იყო ხუთშაბათს, 22 აპრილს Facebook-გვერდზე «Афонский Хронографъ».

მასალის ავტორთან საუბრისას ათონის წარმომადგენლებმა პირველ რიგში ხაზი გაუსვეს, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის განხეთქილების აღიარების მიმართ შეიძლება მხოლოდ ცელკეული მონასტრების პოზიციაზე ლაპარაკი, მაგრამ არა მთელი ათონის ბერთა გაერთიანებაზე, რადგან მთელი წმინდა მთის საერთო აზრის გამოხატვა შეუძლია მხოლოდ წმინდა კინოტს ოფიციალური დოკუმენტის სახით. ასეთი დოკუმენტის შედგენას, გაფორმებას და გამოქვეყნებას ჭირდება ყველა 20 მონასტრის ერთობლივი და ერთსულოვანი თანხმობა, რომელიც ახლა არ არის.

„ნათელია, რომ პრობლემის განხილვა შევიდა ჩიხში და ერთიანი, ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, მონასტრების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ყოველ მონასტერს შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკითხი, რომელიც  განხეთქილებისადმი დამოკიდებულებას ეხება, - თქვეს ბერებმა, რომელთა სახელები სტატიაში მითითებული არ არის. - ხოლო კინოტის განცხადება ამ საკითხის მიმართ აზრთა სხვადასხვაობის გამო ოფიციალურად ვერ ყალიბდება და ვერ ფორმდება“.

გარდა ამისა, აღნიშნეს მათ, თავისი დამოკიდებულება უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ კინოტმა გამოხატა ჯერ კიდევ 2019 წელს, როდესაც უარი თქვა ათონის დელეგაციის გაგზავნაზე ეპიფანე დუმენკოს „ინტრონიზაციაზე“. იმავე წლის 28 იანვარს უკრაინის საკითხის პირველ სხდომაზე ყველა 20 მონასტრის წარმომადგენელთა მონაწილეობით კინოტმა ერთობლივად განიხიხილა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს თხოვნის წერილი  ჩამოაყალიბოს და გააგზავნოს დელეგაცია კიევში, თუმცა „დელეგაციის გაგზავნას მხარი დაუჭირა ხუთმა მონასტერმა: ივერონის, სტავრონიკიტის, პანტოკრატორის, ქსენოფონტის, ესთიგმანის. აზრის გამოთქმისგან თავი შეიკავეს დიდი ლავრისა და კუთლუმუშის წარმომადგენლებმა. ყველა დანარჩენმა 13 მონასტერმა დამოკიდებულება მარტივად გამოხატა  - „წინააღმდეგი“. ამ შემთხვევაში გადაწონა უმრავლესობის აზრმა და გადაწყვეტილება მიღებული იყო“.

უკრაინელი განხეთქილების მომხრეების შემდგომი მიღება ათონის მონასტრებში ვატოპედი დაა სიმონოპეტრა შეხვედრის მონაწილეებმა განმარტეს როგორც შესაძლო ზეწოლა და სურვილი, რომ არ დაძაბონ ურთიერთობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან. 

მათ კატეგორიულად უარყვეს ინფორმაცია, რომ 2019 წელს წმინდა მთის კინოტმა მიიღო უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები - „ეპისკოპოსი“ პავლე იურისტო და „მიტროპოლიტი“ მიქაელ ზინკევიჩი როგორც კანონიკური მღვდელმთავრები. იურისტომ, რომელიც ცდილობდა შეხვედრასა და ფოტოს გადაღებას ეპისტასიის (კიოტის გადაწყვეტილებების აღმასრულებელი ორგანო) წარმომადგენლებთან, უარი მიიღო ამაზე. ხოლო ზინკევიჩი მოგვიანებით მიიღეს კინოტში, „თუმცა ეს მიღება თბილი არ იყო მისთვის. წმინდა პავლეს მონასტრის წარმომადგენელმა უსაყვედურა მას, ხოლო მონასტრების სხვა წარმომადგენლები ცდილობდნენ მიეღოთ მისგან ნათელი პასუხი კითხვაზე, რა ესაქმებათ მათ (განხეთქილების მონაწილეებს) ათონზე, რატომ აფორიაქებენ ყველას მათი ჩამოსვლით, რა მიზნები აქვთ“.

„მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ არც ერთს და არც მეორეს არ მიეცა ეპისტასიის დოკუმენტი, რომელიც ნებას მიცემდა მათ, როგორც მღვდელმთავრებს, მოინახულონ ათონის მონასტრები და იმსახურონ იქ. ესე იგი, ამ დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმით, არც კინოტმა და არც ეპისტასიამ არ აღიარეს ისინი კანონიკურ მღვდელმთავრებად, ვისაც აქვთ სრული უფლებამოსილება.(...) ამ ყველაფერს შეიძლება დავამატოთ ის, რომ ეპასტასიამ მიმართა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საჩივრით „მიტროპოლიტ მიქაელ ზინკევიჩის ქმედებებზე, რომელმაც თავის თანამგზავრებთან ერთად გაშალა  უკრაინის დროშა და დემოსტრატიულად იღებდა ფოტოებს, რაც აკრძალულია წმინდა მთის წესდებით, როგორც ნაციონალიზმის გამოვლინება. კინოტისა და ეპისტასიის ყველა ეს ქმედება ნათლად წარმოაჩენს განხეთქილებისადმი დამოკიდებულებას და მეტყველებს ათონის სრულიად გარკვეულ პოზიციაზე. რაც შეეხება ცალკეულ მონასტრებს, ეს მხოლოდ მათი კერძო პოზიციაა და ყველაფერი მათ სინდისზეა“, - ხაზი გაუსვეს წმინდა მთის წარმომადგენლებმა.

ისინი ლაპარაკოდნენ ზოგიერთ ნიუანსზე, რომლებიც აღინიშნებოდა პატრიარქ ბართლომეს ათონზე ვიზიტის დროს 2019 წლის ოქტომბერში. მათი სიტყვებით, საპატრიარქოს შეატყობინეს წმინდა მთის ბერების არაერთგვაროვან განწყობებზე ფანარის მეთაურის მიმართ და ამასთან დაკავშირებით ვიზიტის პროგრამამ მოითხოვა საფუძვლიანი კორექტირება.

„საპატრიარქომ გაითვალისწინა ყველა ეს რისკი და მიიღო გადაწყვეტილება ჯერ ჩაატაროს მსახურება  ქსენოფონტის მონასტერში, ხოლო კარიესეში და პროტატში შემოიფარგლოს მხოლოდ ფორმალური საზეიმო შეხვედრით. ამასთანავე მასმედიაში იუწყებოდნენ, რომ შეხვედრაზე და მსახურებაზე ქსენოფონტის მონასტერში ათონის ყველა 20 მონასტრის იღუმენები იქნებოდნენ.

საბოლოოდ გამოვიდა, რომ მსახურებას  ქსენოფონტში ესწრებოდა მხოლოდ 6-7 იღუმენი. წმინდა მთის იღუმენთა  უმრავლესობამ უბრალოდ იგნორირება გაუკეთა ამ ღონისძიებას და მათ თავისი წარმომადგენლებიც არ გამოაგზავნეს. მოგვიანებით, როდესაც ბართლომე კარიესში ჩავიდა და ისევ გაიმართა ფორმალური საზეიმო შეხვედრა, იქ ესწრებოდნენ მონასტრების წარმომადგენლები და ზოგიერთი იღუმენი, მაგრამ შეხვედრა ეს ხომ ერთობლივი მსახურება არ არის. ამრიგად, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ბართლომესთან მსახურებაზე უარის თქმით ქსენოფონტში  წმინდა მთის საძმოს უმრავლესობამ გამოხატა მის მიმართ თავისი პოზიცია“, - დაასკვნეს საუბრის მონაწილეებმა.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქი ყვებოდა, როგორი დამოკიდებულება აქვთ ათონზე უნეტარესი ონოფრეს მიმართ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაღიზიანებთ თუ არა კინემატოგრაფიაში ლგბტ სცენების დომინირება?
დიახ
100%
არა
0%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 2

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus