უმე-ს იერარქმა მოუწოდა დაიცვან ბავშვები ლგბტ იდეოლოგიის პროპაგანდისგან

24 აპრილი 2021 23:30
0
ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: life.znaj.ua ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: life.znaj.ua

ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა) თვლის, რომ აუცილებელია ეკლესიის სწავლების დაცვა ლგბტ პროპაგანდისგან, ასევე ბავშვების დაცვა მისგან.

კიევის საპატრიარქოს ვიკარმა, ბარიშევის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) ისაუბრა საიტთან «Православие.ru» სასკოლო ბიბლიოთეკებში წიგნის  გამოჩენაზე «პრინცესა + პრინცესა: დიდხანს და ბედნიერად» ორ ქალს შორის ურთიერთობაზე და ეკლესიის პოზიცია დააფიქსირა ამ საკითხთან დაკავშირებით.

«ეკლესიის დამოკიდებულება მსგავს საკითხთან დაკავშირებით შეიძლება იყოს მხოლოდ უარყოფოთი და ამ საკითხზე ეკლესიის პოზიცია დამყარებულია რამდენიმე არგუმენტზე როგორც რელიგიურ, ასევე ზოგადად საეროზე», – განაცხადა უმე-ს წარმომადგენელმა ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციაში. – ბიბლიაში ნათლად წერია, რომ ერთსქესიანთან კავშირი – ეს საზიზღრობაა ღვთის წინაშე,  რადგან მეძავები და მამათმავლები არ დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს (1 Кор. 6, 9). ლგბტ-იდეოლოგიას წმინდა წიგნში არ აქვს იოტისოდენა გამართლება და მართმადიდებელი ადამიანის გონებაში მისი ადგილი არ არის».

ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ევროპაში, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება რომ ,,ერთსქესიანთა ქორწინება’’ ეკლესიის მხრიდან იქნება ნებადართული, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში გენდერული უმცირესობის წევრებმა შეძლეს  მორწმუნეთა გონების ფორმირება.

«ამიტომ ჩვენ განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ არა მარტო იმის გამო, რომ დავიცვათ საეკლესიო სწავლება, არამედ რომ დავიცვათ ყველაზე მთავარი, ჩვენი ბავშვები ლგბტ იდეოლოგიის დამღუპველი ზეგავლენისგან. დამტკიცებით შიძლება იმის თქმა, რომ ჩვენი მომავალი გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვახერხებთ გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში», – ხაზი გაუსვა ეპისკოპოსმა ვიქტორმა და შეგვახსენა, რომ ბავშვები ლგბტ პროპაგანდისგან პირველ რიგში მშობლებმა უნდა დაიცვან.

«ვიტყვი მეტს, მშობლები რომ არ იყვნენ ჩუმად, არ დემონსტრირებდნენ თავიანთ უინტერესობას, სკოლებში ვერ შეაღწევდა ლგბტ პროპაგანდა ამ დოზით. და ასევე საზოგადოებრივ დონეზე ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ მივიღოთ რაღაც გადაწყვეტილებები, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ დამღუპველი ლგბტ აბრევიატურის პოპულიზაციას, რომელიც ცოტაც და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება», – განაცხადა ეპისკოპოსმა.

ადრე ოდესის რეგიონულმა საბჭომ მხარი დაუჭირა სასკოლო ბიბლიოთეკებიდან ლგბტ წიგნების ამოღებას და ასევე მხარი დაუჭირა ტრადიციული ღირებულებების პოპულიზაციას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ