ფანარიონის მეთაურს არ აქვს უფლებამოსილება მართლმადიდებლობაში,-სმე-ს იერარქი

23 აპრილი 2021 01:37
0
პატრიარქი ბართლომე. ფოტო: ukrinform.ru პატრიარქი ბართლომე. ფოტო: ukrinform.ru

არქიეპისკოპოსი იოანე თვლის, რომ პატრიარქ ბართლომეს მხოლოდ პირველობის პატივი აქვს და არა ხელისუფლების პირველობა მართლმადიდებლობაში.

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოქრიდის არქიეპისკოპოსი იოანე (ვრანიშკოვსკი), რომელიც სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ოქრიდის კათედრას ხელმძღვანელობს ჩრდილოეთ  მაკედონიაში, თვლის, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ ფლობს უფლებამოსილებას მართლმადიდებელ ეკლესიაში, მას მხოლოდ „პატივის პირველობა“ აქვს, იუწყება გამომცემლობა РИА.

მეუფე იოანეს სიტყვებით, „კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს არ აქვს  მართლმადიდებელ სამყაროში აბსოლუტური პირველობის უფლება“, რადგან „ეს ეკლესიის სწავლებას არ შეესაბამება“.

მან ხაზი გაუსვა, რომ „მსოფლიო პატრიარქს ირჩევს არა სრულიად მართლმადიდებელი ეკლესია, არამედ მხოლოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდი. ამიტომ მას არ შეუძლია იყოს „პირველი თანასწორთა გარეშე“, არამედ უბრალოდ პირველი, როგორც ჩვენ მას ვაღიარებთ, - პირველი თანასწორთა შორის“.

მეუფე იოანემ აგრეთვე განმარტა, რომ ფანარიონის მეთაურის ეს სტატუსი „გულისხმობს მხოლოდ კონსტანტინოპოლის წინამძღვრის რაღაც საერთო საკოორდინაციო როლს და არა სხვა უფლებამოსილებებს“.

სწორედ ამით, მისი სიტყვებით, „სიტუაცია მართლმადიდებლურ სამყაროში განსხვავებულია კათოლიკური ეკლესიისგან, სადაც რომის პაპის ხელშია მთელი ძალაუფლება და ის მართლა არის „პირველი თანასწორთა გარეშე“ ყველა დანარჩენ კათოლიკე ეპისკოპოსთა შორის“.

„პატრიარქ ბართლომეს არ აქვს პირველობის მსგავსი უფლებები მსოფლიო ეკლესიაში. მით უმეტეს ისე, როგორც ის ამას ახორციელებს“, - დაასკვნა ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელთა ლიდერმა.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ, მეუფე იოანეს (ვრანიშკოვსკი) აზრით, განსაცდელის შემდეგ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრება გაუმჯობესდება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ