უმე-ს მრევლმა მნიშინადან სასამართლო მოიგო

მიტაცებული უმე-ს ტაძარი ს. მნიშინაში. Фото: СПЖ

ლუბოვ ლიშჩუკი, რომელსაც ს. მნიშინას ტაძრის აღების დროს თანასოფლელმა დაარტყა – რომელიც მეუ-ს წარმომადგენელია,სასამართლოში ორი წელი იცავდა სამართლიანობას.

როვენის მხარის სოფელ მნიშინას მრევლმა ქალბატონმა სასამართლო მოუგო მისივე თანასოფლელ ქალბატონს, მეუ-ს აქტივისტს, რომელმაც მასზე იძალადა წმინდა პაკროვის ტაძარზე განხორციელებული დარბევის დროს 2019 წელს. ამის შესახებ იუწყება მჟკ-ს ჟურნალისტი.

2021 წლის 13 აპრილს დემიდოვის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა მორიგი საქმის განხილვა, რომელიც ეხებოდა უმე-ს წმინდა პოკროვის სახელობის ტაძრის მრევლის, ლუბოვ ლიშჩუკის საჩივარს, 2019 წლის 12 მაისს მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.

«იმ დღეს ეკლესიის ეზო საომარ მოედანს დაემსგავსა, – ამბობს დაზარალებული. – მეუ-ს აქტივისტები ჩვენი ტაძრის წასართმევად მოვიდნენ, ჩვენ ტაძრის დაცვას ვცდილობდით. წინააღმდეგობის გაწევის დროს ჩემმა მეზობელმა, გალინა დანილიუკმა, თავში ჩამარტყა. შემდეგ მე იძულებული გავხდი წავსულიყავი საავდმყოფოში, სამედიცინო დახმარების მისაღებად და დიდი ხნის განმავლობაში გავდიოდი მკურნალობის კურსს».

უმე-ს დაზარალებულ მრევლს სასამართლოსთვის ეგრევე არ მიუმართავს, არამედ მას მერე, რაც უფრო მეტი აგრესია დაიწყო მეზობელი ქალის მხრიდან.

«ის არ მესალმება, მლანძღავს, – ხსნის ლუბოვ ლიშჩუკი. – თავიდან ვითმენდი ამ ყველაფერს, შემდეგ კი აუცილებელი გახდა სასამართლოსთვის მიმემართა».

სამართლიანობის აღდგენას დაახლოებით სამი წელი დასჭირდა. მეუ-ს მხარდამჭერის ადვოკატი მისივე სიძე იყო, რომელიც, როგორც მორწმუნე ვარაუდობს, აჭინაურებდა საქმის მსვლელობას.

«იცით, ამჯერად უკვე პროკურორმა იური ბროჟიკმა ვეღარ მოითმინა და შემომთავაზა მორალური ზიანის ანაზღაურება. მაგრამ მოსამართლემ მაინც მიაღწია იმას, რომ გალინა დანილიუკმა მომიხადა ბოდიში და გადაიხადა ჩემს მიერ მკურნალობაზე დახარჯული თანხა », – ამბობს დაზარალებული.

ადრე მჟკ წერდა, რომ მნიშინაში მეუ-ს აქტივისტებმა უმე-ს მრევლი სცემეს და ტაძარი დაარბიეს. რეიდერები უმე-ს მრევლს კუთვნილი ნივთების აღების უფლებასაც კი არ აძლევენ. ასევე მათ ტაძრიდან ღვთისმშობლის ხატი ჩამოხსნეს, მის ადგილას კი სახელმწიფო დროშა დაკიდეს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus