მეუ-მ რფ-ს შეახსენა, რომ უკრაინელები თავისუფლებას სულს და ხორცს შესწირავენ

მეუ-ს ხელმძღვანელობა. ფოტო: pomisna.info

მეუ-ს სინოდი რუსეთის ხელისუფლებას ღვთის რისხვით დაემუქრა და განაცხადა, რომ უკრაინელები მზად არიან თავისუფლებას სული და ხორცი შესწირონ.

უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „იერარქებს“ რუსეთის არ ეშინიათ, იმიტომ რომ უკრაინელები თავისუფლებას სულს და ხორცს შესწირავენ, ნათქვამია უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 2021 წლის 19 აპრილის მიმართვაში.

უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიაში შეშფოთებულები არიან რუსეთის ფედერაციის ჯარების შეკრებით უკრაინის საზღვართან. ამავე დროს არაკანონიკური სტრუქტურის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მათ რუსეთის ხელისუფლების არ ეშინიათ.

ეპიფანე დუმენკოსა და მისი თანამოაზრეების აზრით, „სულს და ხორცს ჩვენ შევწირავთ თავისუფლებას“ - ეს არ არის მხოლოდ ფრაზა  უკრაინის ჰიმნიდან. „ეს მრწამსია - უკრაინული პოლიტიკური ნაციის ერთ-ერთი მთავარი თვისება“, - თვლიან უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში.

უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრები ღვთის რისხვით ემუქრებიან რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას და „იმათ, ვინც უკრაინაში პუტინის მოსვლას ელოდება“, აგრეთვე მათ მადლობა გადაუხადეს მოკავშირეებს, „თავისუფალი მსოფლიოს ქვეყნებს“.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა მოუწოდა, რომ  მთელი ძალით ეცადონ   დონბასში ესკალაციის თავიდან აცილებას.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
17%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
83%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 6

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus