ეპიფანე უსინდისოა, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ, - ფილარეტი

ფილარეტ დენისენკო და სერგეი დუმენკო. ფოტო: 24.ua

უმე(კ) მეთაურმა განაცხადა, რომ სერგეი დუმენკომ ჩაიდინა უსინდისო საქციელი, როდესაც   კიევის საპატრიარქო რეზიდენცია გადაწერა მეუ-ზე.

სერგეი (ეპიფანე) დუმენკომ უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაში ჩუმად გადასცა კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდირებული განხეთქილების ორგანიზაციის საპატრიარქო  რეზიდენცია, თქვა ამ ორგანიზაციის მეთაურმა ფილარეტ დენისენკომ. მან განაცხადა, რომ იბრძოლებს და გაიმარჯვებს, მიუხედავად დუმენკოს ასეთი უსინდისო საქციელისა, იუწყება კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საიტი.

„გვითხარით, თუ აქვს სინდისი ადამიანს, რომელმაც კიევის საპატრიარქოს ეს ქონება უკრაინაში  მართლმადიდებელ  ეკლესიაზე გადაარეგისტრირა? თანაც ჩუმად, ჩემს გარეშე. ვთვლი, რომ ეს ადამიანი უსინდისოა. ეს ყველაზე უარესია, როდესაც ადამიანი კარგავს სინდისს. ჩვენ ვიბრძოლებთ და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ“, - თქვა ფილარეტმა. ის თვლის, რომ ეს „დანაშაული“ ჩაიდინა  ორმა: ეპიფანემ და ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ. „პოროშენკო მატყუარაა, ეპიფანე კი უსინდისო“, - განაცხადა კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა. ის თვლის, რომ დუმენკოსა და პოროშენკოს სიცრუე და ტყუილი შეიძლება შევადაროთ საბჭოთა კავშირის ბედს: „როგორც საბჭოთა კავშირი, რომელიც 70 წელი ზეიმობდა თავის გამარჯვებას, ცხოვრობდა ტყუილით, შემდეგ კი ერთ წუთში დაიშალა“.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, „უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „იერარქები“ ეპიფანეს მიმართ „არაპოზიტიურად“ არიან განწყობილები, თქვა ფილარეტმა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus