ზორიამ «საეპისკოპოსო ღვთისმსახურება» აღავლინა ს. პრიპუტნიაში

21 აპრილი 2021 00:36
15
 ზორიას «საეპისკოპოსო ღვთისმსახურება» პრიპუტნიაში. ფოტო:  facebook.com/yevstr ზორიას «საეპისკოპოსო ღვთისმსახურება» პრიპუტნიაში. ფოტო: facebook.com/yevstr

როგორც ზორია იუწყება, მისი «ღვთისმსახურების» მხარდასაჭერად მოვიდნენ პატრიოტები, რუსულ-უკრაინული ომის ვეტერანები.

2021 წლის 17 აპრილს  მეუ-ს მდივანმა ევსტატი ზორიამ აღასრულა «საეპისკოპოსო ღვთიოსმსახურება» მისი მხარდამჭერებისგან წართმეულ მეუ-ს ტაძარში სოფელ პრიპუტნიაში, ჩერნოვიცკის მხარე.

თავის Facebook ზორიამ განაცხადა, რომ სოფელ პრიპუტნიაში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მობრძანდა «არქიმანდრიტ» ლეონტი პუსტოვოიტასა და რელიგიური დაჯგუფების მოწვევით.

ზორია ყვებოდა, რომ სოფელ პრიპუტნიაში ტაძრის ,, გადასვლის მომხრე’’ იყო მრევლის დიდი ნაწილი. თუმცა, მათ მიერ გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, წირვას ძალიან ცოტა ადამიანი ესწრებოდა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მეუ-ს მდივანმა თან მოაბრძანა ,,სასწაულმოქმედი’’ ხატი.

ზორიას თქმით ,,წირვის მსვლელობის’’ დროს უსაფრთხოებას იცავდა ნაციონალური პოლიცია, ხოლო «მრევლის მხარდასაჭერად», რომელიც «რუსული იურისდიქციიდან გადმოვიდა ადგილობრივ მეუ-ში», «ჩამოვიდნენ პატრიოტები, რუსულ-უკრაინული ომის ვეტერანები».

ადრე მჟკ წერდა, რომ უმე-ს კუთვნილი ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი სოფელ პრიპუტნიაში არაერთხელ დამდგარა მეუ-ს აქტივისტების რეიდერული დარბევის საშიშროების ქვეშ. ერთ ერთი მცდელობის დროს, 2019 წელს აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ მამა სერგეის და მრევლს, რომელთა საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მაშინ მეუ-ს მრევლმა მოახერხა ჭეშმარიტების დაცვა, და მათ განაგრძეს ტაძარში ლოცვა.

2021 წლის 4 აპრილს პარტია ,,თავისუფლების’’ აქტივისტებმა ჩერნოვეცკის მხარის სოფელ პრიპუტნიაში მდებარე უმე-ს კუთვნილ ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე ღამით მიიტანეს იერიში - ბოქლომი გატეხეს და ახალი დაკიდეს. ხოლო დღისით, «5 არხის» ინფორმაციული მხარდაჭერითა და პოლიციის უმოქმედობის შედეგად შეიჭრნენ ტაძარში.

რელიგიური დაჯგუფება უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის მრევლი, რომელიც 2021 წლის 4 აპრილამდე ლოცულობდა ჩერნოვეცკის მხარის სოფელ პრიპუტნიაში არსებულ ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში წარმოადგენდა დაახლოებით 500 ადამიანს, ხოლო მეუ-ში ,,გადასვლის’’ აქტს ხელი მოაწერა მხოლოდ 37 მათგანმა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ