სსკგ: პატრიარქმა ბართლომემ დიდი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამას ვერ აღიარებს

რუსეთის საპატრიარქოს შიდა საეკლესიო საქმეების განყოფილების უფროსი ილარიონ ვოლოკოლომსკი (ალფეევი). ფოტო: advasar.com

სსკგ თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) კომენტარი გააკეთა პატრიარქ ბართლომესა და ფრანცისკეს  უკრაინაში მოწვევაზე და შეაფასა  ფანარიონის მეთაურის ქმედებები.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) პროგრამაში „ეკლესია და სამყარო“ კომენტარი გააკეთა პატრიარქ ბართლომესა და რომის პაპის ფრანცისკეს  უკრაინაში მოწვევაზე, გადმოსცემს  Патриархия.ru.

მღვდელმთავრის სიტყვებით, ფანარის მეთაური ალბათ მიიღებს უკრაინის ხელისუფლების მიწვევას,  რომის პაპისგან განსხვავებით.

„პატრიარქი ბართლომე  არის ადამიანი, რომელიც საკუთარი ილუზიების, ამბიციების, ემოციების ღრუბლებში ნავარდობს, ადამიანი, რომელსაც, ეტყობა, რეალობასთან კავშირი დაკარგული აქვს, რადგან ის თავის ფანტაზიებს  როგორც რეალობას ისე წარმოადგენს, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა. - მაგალითად, ის თვალს ხუჭავს იმაზე, რომ უკრაინაში არის მრავალმილიონიანი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც ჰყავს 12,5 ათასი სამრევლო, 100-ზე მეტი მღვდელმთავარი, 250-ზე მეტი მონასტერი და მილიონობით მორწმუნე. ის ამტკიცებს, თითქოს ეს ეკლესია საერთოდ არ არსებობს, ხოლო  არსებობს რაღაც სხვა „ეკლესია“, რომელიც მან  განხეთქილების ორი დაჯგუფებისგან შეაკოწიწა“.

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე თვლის, რომ უკრაინაში ჩამოსვლით კონსტანტინოპოლის პატრიარქი  კიდევ ერთხელ იმის ჩვენებას გეგმავს, თითქოს უკრაინის ეკლესია წარმოადგენს მის მიერ შექმნილ ეგრეთ წოდებულ ავტოკეფალურ ეკლესიას. „მაგრამ რეალობა სულ სხვა რამეზე მეტყველებს“, - ხაზი გაუსვა იერარქმა.

მიტროპოლიტმა ილარიონმა დაამატა, რომ ფანარის მეთაურმა „დაუშვა დიდი შეცდომა, რომლის აღიარება მას არ სურს“: „ის ყველანაირად ეცდება  დაარწმუნოს მსოფლიო იმაში, რომ ეს მისი შეცდომა კი არ არის, არამედ ყველასი, ვინც  მის გარშემოა“.

პაპ ფრანცისკეს უკრაინაში მოწვევის კომენტარებისას, მღვდელმთავარმა ხაზი გაუსვა, რომ ვატიკანის მეთაური ამაზე არ წავა, მას ესმის, რომ რაღაც ფორმით მაინც   ჩაითრევენ განხეთქილების მონაწილეთა აღიარებაში.

მანამდე პოლიტოლოგმა მიხეილ პოგრებინსკიმ დაუშვა, რომ პატრიარქი ბართლომე შეიძლება არ ჩამოვიდეს უკრაინაში, თუ ქვეყანაში უფრო მეტად გაღრმავდება არამდგრადი პოლიტიკური მდგომარეობა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus