ქკსა მრევლს მოუწოდა მასობრივი მღვდელმსახურებისგან თავი შეიკავონ

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო. ფოტო: kyivcity.gov.ua

COVID გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში კიევის მერიამ მრევლს მოუწოდა გადავიდნენ დისტანციურ მსახურებაზე.

ქალაქ კიევის სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ვალენტინ მონდრიევსკიმ კიევის რელიგიურ ორგანიზაციებს მიმართა თხოვნით თავი შეიკავონ მასობრივი ეკლესიური რიტუალებისგან კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, იუწყება ქკსა ოფიციალური საიტი.

«მოახლოებული დღესასწაულების გათვალისწინებით, ქალაქის მერიამ მიმართა რელიგიურ ორგანიზაციებს თხოვნით თავი შეიკავონ მასობრივი საეკლესიო რიტუალის ჩატარებისგან და შესთავაზა ალტერნატიული გზა მღვდელმსახურების ადგილიდან უკრაინის სახელმწიფო არხებისა და ინტერნეტ ქსელების საშუალებით პირდაპირ ეთერში გადმოიცეს მღვდელმსახურება», – თქვა ჩინოვნიკმა. მან აღნიშნა, COVID-19 გავრცელების მხრივ სიტუაცია კიევში «ჯერ კიდევ დამაიმედებელი არ არის» და მერია იმედს გამოთქვამს რელიგიური ორგანიზაციები მხარს დაუჭერენ მათ მოწოდებას.

მონდრიევსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მკაცრი ლეგულაციების მოხსნა მოხდება ქვეყანაში კოვიდ ინფექციის გავრცელებისა და საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილების რაოდენობის დინამიკაზე დაკვირვების შედეგად.

როგორც მჟკ-მ იუწყა, კიევში მკაცრი ლოქდაუნი გაგრძელდება 30 აპრილის ჩათვლით.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus