ეჭვი არ მეპარება,რომ ფანარიონი მიმიღებს,მაგრამ დაპატიმრების მეშინია-კურაევი

ანდრეი კურაევი. ფოტო: скриншот youtube-канала «Антонимы»

პროტოდიაკონი ჯერ ვერ წყვიტავს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში გადასვლას, რადგან „ნაცნობმა ჩეკისტებმა“ ის  შესაძლო დაპატიმრების შესახებ გააფრთხილეს.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალულმა კლირიკოსმა, პროტოდიაკონმა ანდრია კურაევმა ანტონ კრასოვსკისთან ინტერვიუში youtube-არხზე „ანტონიმები“ განაცხადა, რომ წოდების ჩამორთმევის შემდეგ აპირებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში გადასვლას, მაგრამ ჯერ ვერ წყვიტავს, იმიტომ რომ შპიონაჟის ბრალდებით ციხეში მოხვედრის ეშინია.

ჟურნალისტთან საუბარში კურაევმა განაცხადა, რომ „სრულიად რეალურად განიხილავს“ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში გადასვლას, თუმცა ამას ჯერ არ აკეთებს, რადგან ხელზე არ აქვს  წოდების ჩამორთმევის დოკუმენტი.

კურაევი დარწმუნებულია, რომ მას მიიღებენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში, მაგრამ ჯერ ამ მიმართავს ფანარს, რადგან „არ უნდა არსებული პროტოკოლების დარღვევა“. შემდეგ ფრაზაში პრიტიდიაკონმა განაცხადა კიდევ ერთი არგუმენტის შესახებ, თუ რატომ არ მიმართავს ფანარს - მას ეშინია დაპატიმრების.

„ეჭვი არ მეპარება, რომ მიმიღებენ (კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში - რედ.), მაგრამ ქვეყანაში ისეთი ატმოსფეროა, რომ თუ გავხდები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კლირიკოსი, უცხოელ აგენტად გამომაცხადებენ, შემდეგ კი უცხოელ შპიონად“.

ჟურნალიასტის გულწრფელი  გაკვირვების პასუხად კურაევმა დაარწმუნა ის, რომ ეს „რეალური საფრთხეა“ და ამის შესახებ მას შეატყობინეს „ნაცნობმა ჩეკისტებმა“, თანაც დაამატა, რომ თუ განკვეთავენ ეკლესიიდან, ის ნამდვილად წავა კონსტანტინოპოლში.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, რომ ზორია ყვებოდა კურაევთან  შეხვედრის შესახებ წმინდა მიქაელის ტაძარში.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus