კურაევმა განაცხადა, არ არის ვალდებული თვლიდეს მეუ-ს წევრებს სქიზმატიკოსებად

ანდრეი კურაევი. ფოტო: скриншот youtube-канала «Антонимы»

ანდრეი კურაევმა  მეუ-ს 2018 წელს ტომოსის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები შეადარა რმე-ისთვის  ავტოკეფალიის მინიჭებას XVI საუკუნეში.

მსახურებიდან განკვეთილმა პროტოდიაკონმა ანდრეი კურაევმა ინტერვიუში ანტონ კრასოვსკისთან  youtube-არხზე «Антонимы» განაცხადა, რომ არ არის ვალდებული მეუ-ს თვლიდეს მტრებად, ერეტიკოსებად და სქიზმატიკოსებად.

კურაევმა გაიხსენა XV საუკუნის  რუსული ეკლესიის ისტორია, როდესაც კონსტანტინოპოლის ეკლესიის რომთან უნიის გამო მოსკოვში არ მიიღეს კონსტანტინოპოლის უნიათელი მიტროპოლიტი ისიდორე და დამოუკიდებლად აირჩიეს მოსკოვის კათედრაზე მიტროპოლიტი იონა. რმე-ს კლირიკი თვლის, რომ ამის შედეგად მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის განხეთქილება, რომელიც გაგრძელდა 140 წელზე მეტი, შეიძლება შევადაროთ უკრაინის განხეთქილებას. კურაევის აზრით სიტუაცია, როდესაც 1589 წელს რუსულმა ეკლესიამ მიიღო საპატრიარქოს სტატუსი,  ფანარიონის მხრიდან უკრაინული განხეთქილების ლეგალიზაციის გამოძახილია.

"100 წელი ითმენდნენ ბერძნები განხეთქილებას, შემდეგ მონახეს მისი პატიების საბაბი.  შემდეგ კიდევ მონახეს საბაბი საპატრიარქომდე 1560 წელს ეთქვათ, რომ თითქოს ჩვენ არაფერი არ გვინახავს, ჩვენ გთვლით ისევ ჩვენს შვილებად.ეს, ნამდვილად, ფარისევლობაა. მაგრამ რატომ ვამბობ მე ამას? ზუსტად ასე გააკეთეს ბერძნებმა უკრაინელებთან, ფილარეტთან, ჩვენს თვალწინ ორი წლის უკან",-განაცხადა კურაევმა.

"ეს ნიშნავს, რომ მე მყავს ნაკლები მტერი, როგორც ასწავლიდა მოსკოვის საპატრიარქო. რომ მე არ ვარ ვალდებული მეუ-ს დანახვისას ვთვლიდე მათ მტრებად, ერეტიკოსებად, რასკოლნიკებად",-დაამატა აკრძალულმა პროტოდიაკონმა.

როგორც ადრე მჟკ იუწყებიდა, მეუ-ს სპიკერმა  ივან(ევსტრათი) ზორიამ ისაუბრა კურაევთან შეხვედრაზე კიევის მიხაილოვის ტაძარში, როდესაც ის ჯერ კიდევ ეკუთვნოდა უმე კს. ზორის სიტყვებით, კურაევი "მსახურებაზე დემონსტრატიულად იდგა როგორც ბოძი და არანაირად არ რეაგირებდა - პირჯვარს არ იწერდა, ქედს არ იხრიდა. ანუ, არანაირად არ რეაგირებდა ღვთისმსახურებაზე. და შემდეგ ერთ-ერთ თავის წიგნში დაწერა  მოგონებები, თითქოს იგრძნო რაღაც ეშმაკისეული , რომ მიხაილოვის მონასტრის მოხატულობა-ეს "წმინდანები ნარკოტიკული თვალებით", და ის კინაღამ იძულებული გახდა  გაქცეულიყო "დემონის ყოფნის შეგრძნების" გამო,"მიხაილოვის ტაძრიდან".

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus