მიროშნიჩენკოს სიტყვები უმე-ზე-ეს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა - იურისტები

იგორ მიროშნიჩენკო. ფოტო: news24ua.com

მაკ-ში დარწმუნებულები არიან, რომ სამართლებრივ ევროპულ სახელმწიფოში ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

სამხედრო ოლქის «Свобода»-ს პოლიტიკოსისა და უკრაინის VII მოწვევის სახალხო დეპუტატის იგორ მიროშნიჩენკოს მოწოდებები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტაძრების წართმევისა და უნეტარესის გასახლების შესახებ შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე სტატიას, რომელიც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამის შესახებ მართლმადიდებელ ადვოკატთა კავშირის  telegram-არხზე განაცხადეს სამართალდამცავი ორგანიზაციის „მართლმადიდებელ ადვოკატთა კავშირის“ წარმომადგენლებმა, რომელიც შეიქმნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნილი გაერთიანებებისა და მღვდლების მხარდასაჭერად.

„ცოტა ხნის წინ ფეისბუქის სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც იგორ მიროშნიჩენკო თავის მაყურებლებს მოუწოდებს სასტიკი კონფესიათაშორისი დაპირისპირების სცენარისკენ უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის... მართლმადიდებელ ადვოკატთა კავშირი თვლის, რომ მსგავსი საჯარო მოწოდებები უეჭველად საფრთხეს უქმნიან სოციალურ კონფესიათაშორის სიმშვიდეს და მიზნად ისახავენ დაპირისპირების განზრახ და გააზრებულ გაჩაღებას, უთანხმოების დონის ამაღლებას, რაც ართულებს შემრიგებლურ დიალოგს სხვადასხვა იურიდიულ დაქვემდებარებაში მყოფ მართლმადიდებელთა შორის“, - წერია მართლმადიდებელ ადვოკატთა კავშირის telegram-არხზე.იურისტების სიტყვებით, მორიშნიჩენკოს სიტყვები შეესაბამება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 161 და 295 სტატიებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ.

„161-ე  სტატიის თანახმად, განზრახული ქმედებები, რომლებიც მიმართულია ნაციონალური, რასობრივი ან რელიგიური მტრობისა და ზიზღის  გასაღვივებლად, გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. 295-ე  სტატიის თანახმად, შენობების ან ნაგებობების მიტაცების, მოქალაქეთა

ძალადობრივი გამოსახლებისთვის საჯარო მოწოდებებისთვის განსაზღვრულია სასჯელი ექვს თვემდე პატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. უკრაინის კოდექსის 173-ე სტატიით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ, ნორმირებულია პასუხისმგებლობა ცრუ ხმების გავრცელების გამო, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ პანიკა მოსახლეობაში ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა“, - დაამატეს იურისტებმა.

მართლმადიდებელ ადვოკატთა კავშირში იმედი აქვთ, რომ უკრაინის VII მოწვევის სახალხო დეპუტატის იგორ მიროშნიჩენკოს გამონათქვამები მიიღებან სათანადო შეფასებას  სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ამიტომ  შესაბამის განცხადებებს ამზადებენ.

როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, სამხედრო ოლქის «Свобода»-ს პოლიტიკოსმა მოუწოდა წაართვან ტაძრები უკრაინის  მართლმადიდებელ  ეკლესიას და გაასახლონ უნეტარესი.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus