რმე-ში ისაუბრეს უუს-ის გენერლის მოწოდებას "გაიწმინდოს" უმე-ს მონასტრები

ვლადიმერ ლეგოიდა. ფოტო: rbc.ru

აუცილებელია უუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სიტყვების დამახსოვრება, როდესაც თავიდან დაიწყებენ საუბარს უკე-ს დევნის არარსებობის შესახებ, აღნიშნა ვ. ლეგოიდამ.

რმე-ის სინოდალური განყოფილების თავჯდომარემ ეკლესიის  საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობების  საკითხებში ვლადიმერ ლეგოიდამ თავის ტელეგრამ-არხზე კომენტარი გაუკეთა უკრაინის უშიშროების სამსახურის (უუს) ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის მოწოდებას "გაწმინდონ" უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრები.

ვლადიმერ ლეგოიდამ აღნიშნა, რომ უუს-ს გენერალ-ლეიტენანტის ალექსანდრ სკიპალსკის განცხადებები გაჟღერდა სატელევიზიო ეთერში, "და ეს არამარტო ხანში შესული ადამიანის ფანტაზიებია,  სტუდიაში იმყოფებიან ექსპერტები, სამხედროები, რომლებიც ამას დუმილით უსმენენ , თანხმობით უქნევენ თავს და აკეთებენ დასკვნებს. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ხშირად ასეთი ველური გამოხტომები  გამყარებულია ძალისმიერი ქმედებებით."

"საჭიროა გვახსოვდეს ეს სიტყვები, როდესაც ევროპელი ჩინოვნიკები, უცხოელი დიპლომატები და ასევე ზოგიერთი რუსი ჟურნალისტები ისევ დაიწყებენ საუბარს უკრაინაში კანონიკური ეკლესიის დევნის არარსებობის შესახებ",-დაასკვნა რმე-ს სინოდალური განყოფილების თავჯდომარემ ეკლესიის  საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობების  საკითხებში

შეგახსენებთ, რომ ადრე უკრაინის სატელევიზიო ეთერში უუს-ს გენერალ-ლეიტენანტმა სკიპალსკიმ განაცხადა, რომ უმე-ს ყველა მონასტრები უნდა გაიწმინდოს, იმიტომ რომ იქ "იმყოფებიან ადამიანები რუსი დივერსანტების საქციელითა და ფსიქოლოგიით."

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus