მართმადიდებელ ადვოკატთა კავშირმა შეაფასა პრიპუტნიაში ტაძრის დარბევა

16 აპრილი 2021 01:30
7
ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი სოფელ პრიპუტნიაში. ფოტო: df.news ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი სოფელ პრიპუტნიაში. ფოტო: df.news

მაკ-ს იურისტი თვლის, რომ სოფელ პრიპუტნიაში მომხდარი ტაძრის დარბევის დროს ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის 3 მუხლის დარღვევას.

მართმადიდებელ ადვიკატთა კავშირის ადვოკატებმა კომენტარი გააკეთეს ჩერნოვიცკის მხარის სოფელ პრიპუტნიაში მომხდარ ტაძრის დარბევის ფაქტზე, სადაც უცნობმა პირებმა დაიპყრეს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი.

მაკ-ში აღნიშნეს, რომ უცნობ პირებს ტაძრის წართმევა უნდოდათ ჯერ კიდევ 2019 წელს.თუმცა მაშინ ბოროტმოქმედები თავიანთი საქციელის გამო დაუსჯელი დარჩნენ.

«როგორც ადრე, 4 აპრილს პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია მეუ-ს წარმომადგენლების მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე, – აღნიშნეს იურისტებმა თავის Telegram-არხზე. – ამიტომაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე წაართვეს ტაძარი და შეცვალეს ბოქლომი».

სპეციალისტები თვლიან, რომ «სამხედრო კომპანიის ქმედებები უმე-ს ყოფილი მღვდელმსახურის ლეონტის მეთაურობით» ატარებს კანონმდებლობის სამი მუხლის დარღვევის ხასიათს: 356 (თვითნებობა), 180, ч. 1 (რელიგიური მიმდინარეობის მიმართ წინააღმდეგობრივი ქმედება), 161, ч. 3 (მოქალაქეთა უფლებების დარღვევა მათი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე).

მაკ-ში დაამატეს, რომ აღნიშნულ სიტუაციაში პოლიციის მხრიდან უმოქმედობა წარმოადგენს კანონდარღვევას, შესაბამისი  მუხლით ნ. 2 სტ. 364 უკრაინის კანონმდებლობით (თანამდებობრივი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება).

ადრე მამა სერგეი ჰყვებოდა, რომ სოფელ პრიპუტნიაში ტაძრის წართმევბას ადრეც ლამობდნენ, მათ შორის მუქაროთ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ