ერთი გაქცეული მონაწილის გარდა, ზორიას არავინ ელოდება, - უმე-ს იერარქი

სოფელ პრიპუტნიაში მეუ-ს მომხრეებმა მიიტაცეს უმე-ს კუთვნილი ტაძარი. ფოტო: скриншот видео с facebook-страницы Г. Сухаревского

მიტროპოლიტმა კლიმენტმა (ვეჩერია) კომენტარი გააკეთა ევსტრატე ზორიას მომავალ „სამღვდელმთავრო ვიზიტზე“ ს.პრიპუტნის უმე-ს მიტაცებულ ტაძარში.

ერთი  განხეთქილების გაქცეული მონაწილისა და  ჩამოსული დაცვის ბიჭების გარდა „მღვდელმთავარ“ ევსტრატეს ამ სოფელში არავინ არ ელოდება, თქვა ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა (ვეჩერია) მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კომენტარში უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „იერარქის“ ივანე (ევსტრატე) ზორიას ანონსირებული ვიზიტის გამო ჩერნიგოვოს ოლქის სოფელ პრიპუტნიში.

მეუფემ აღნიშნა, რომ სოფლის მაცხოვრებლები „კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რომ მათმა რელიგიური ორგანიზაციამ, რომელიც სულ მოქმედებდა ამ დასახლებულ პუნქტში, შეიცვალოს თავისი იურისდიქცია და  უკრაინაში მართლმადიდებელ  ეკლესიად გადაიქცეს“.

ის ამბობდა, რომ მორწმუნეები უკვე რამდენიმე კვირა დღეს ზედიზედ იკრიბებიან სოფლის ეკლესიასთან, რომ გამოხატონ პროტესტი განხეთქილების „მღვდელმსახურის“ ქმედებების წინააღმდეგ, რომელმაც სხვადასხვა ულტრანაციონალისტური ორგანიზაციის მხარდაჭერით წაართვა მათ შესაძლებლობა ილოცონ თავიანთ ტაძარში.

„ამიტომ, თუ ევსტრატე ჩამოვა ამ დასახლებულ პუნქტში, ცხადია, ადგილობრივი მაცხოვრებლები სწორედ ასე გამოხატავენ თავიანთ აზრს. სოფელში  ამ „მღვდელმთავარს“ არავინ არ ელოდება  განხეთქილების გაქცეული მონაწილის გარდა, რომელსაც მსახურება აკრძალული აქვს და აგრეთვე იმ დაცვის ბიჭების, რომლებიც ჩამოდიან, რომ  დაძაბული სიტუაცია შექმნან დასახლებულ პუნქტში“, - განმარტა მიტროპოლიტმა კლიმენტმა.

იერარქმა აგრეთვე დაამატა, რომ საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის არასამართლებრივი ქმედებები, რომელმაც სოფელ პრიპუტნის უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის რელიგიური გაერთიანების დებულება უკანონოდ გადაარეგისტრირა, გასაჩივრდება სასამართლოში, რადგან მორწმუნეებმა „გაკვირვებით აღმოაჩინეს, რომ ისინი „გადაიყვანეს“ უკრაინაში მართლმადიდებელ  ეკლესიაში, რასაც  კატეგორიულად არ ეთანხმებიან“.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა „საზეიმო ღვთისმსახურების“ ანონსი, რომელსაც უკრაინაში მართლმადიდებელი  ეკლესიის „იერარქი“ ევსტრატე ზორია აპირებს ჩაატაროს ნეჟინსკის ეპარქიაში პრიპუტნის უკრაინის  მართლმადიდებელი  ეკლესიის მიტაცებულ ტაძარში. 

შეგახსენებთ, სოფელ პრიპუტნის ღვთისმშობლის შობის ტაძარი მიიტაცეს 2021 წლის 4 აპრილს. მიტაცების ორგანიზებისთვის სოფელში ჩამოვიდა დაახლოებით 20 ადამიანი. მათი ნაწილი მორწმუნეთა მიერ იდენტიფიცირებული იყო - ისინი უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის ტაძრების მიტაცების მონაწილეები იყვნენ რეგიონის სხვა დასახლებულ პუნქტებში, კერძოდ, სოფლებში კრუტი, პარაფიევკა და სხვ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus