პოროშენკო მატყუარაა, ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს, - ფილარეტი

ფილარეტ დენისენკო და პეტრე პოროშნკო. ფოტო: president.gov.ua

კიევის საპატრიარქოს უმე-ს მეთაურმა არ განავრცო თემა, რაში მოატყუა ის უკრაინის ექს-პრეზიდენტმა, მაგრამ დაადასტურა, რომ ეს „ტომოსის სიტუაციასთან არის დაკავშირებული“.

პეტრე პოროშენკო მატყუარაა. ასე უპასუხა კიევის საპატრიარქოს უკრაინის  მართლმადიდებელი  ეკლესიის ლიკვიდირებული განხეთქილების ორგანიზაციის მეთაურმა ფილარეტ დენისენკომ კითხვაზე: „მოუტანა თუ არა პოროშენკომ სარგებელი უკრაინის  მართლმადიდებელ  ეკლესიას“ «Україна 24»-ის ეთერში.

„მე პოროშენკოს ვუყურებ როგორც მატყუარას. ის ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. ყველაფერზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ის მატყუარაა“, - თქვა ფილარეტმა.

დაწვრილებით „პატრიარქს“ არ ულაპარაკია, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ექს-პრეზიდენტმა ის „პირადად“ მოატყუა და ეს „ტომოსის სიტუაციასთან არის დაკავშირებული“.

შეგახსენებთ, რომ ფილარეტი ყვებოდა, რომ პეტრე პოროშენკომ აიძულა ის  უარი ეთქვა თავისი კანდიდატურის წამოყენებაზე უკრაინაში  მართლმადიდებელი  ეკლესიის მეთაურის პოსტზე.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus