მეუ-ს სპიკერმა ,,გადასვლის’’ახალი ტალღა დააანონსა

მეუ-ს «იერარქი» ივან (Еევსტრატი) ზორია. ფოტო: Hromadske

ზორია თვლის, რომ მეუ-ში ,,გადასვლის’’ პროცესი შეჩერდა უმე-ს გამო,რადგან ,,მან ხმაური ატეხა მასმედიაში’’.

მეუ-ს «იერარქმა» ივან (ევსტრატი) ზორიამ ინტერვიუ მისცა პროფანარულ ინგლისურენოვან გამომცემლობას OrthodoxTimes, სადაც დააანონსა უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიიდან ,,გადასვლის’’ ახალი ტალღა მეუ-ში.

«რუსეთის მართმადიდებლური ეკლესია ქმნის წინაღობას ყველგან, სადაც ეთანხმებიან ტომოსს, ყველა ეტაპზე – მრევლის კრების გამოცხადებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე,– განაცხადა მეუ-ს სპიკერმა. – ისინი ზეწოლას ახდენენ ეკლესიის მსახურებზე, მუქარით, მოსყიდვით, კომუნიკაციური ომით. ისინი ცდილობენ მასმედიაში ხმაური გამოიწვიონ, რათა დააშინონ უკრაინის ეკლესიასთან გაერთიანების მსურველები».

თუმცაღა, მეუ-ში ,,გადასვლის’’ პროცესი, მისი თქმით დიდი ხანია მიმდინარეობს, მიუხედავად ,,მცირედი დაგვიანებისა’’.  და ამჟამად, დაამატა ზორიამ, «იგეგმება  გადასვლის ახალი ტალღა, რომლებიც მზად არიან აღიარონ ავტოკეფალიის ტომოსი. და ეს პროცესი მოახლოებულია».

ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ უკრაინაში უმე-ს მრევლი უფრო მრავალრიცხოვანია, ვიდრე მეუ-ს მრევლი, ზორიას პასუხი ასეთი იყო, «არის ბევრი რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც სინამდვილეში არ მუშაობს, ან ყავს ძალიან ცოტა მრევლი». საკუთარი სტრუქტურის ზეგავლენის დასამტკიცებლად ზორიამ უმე-ს მრევლის შესახებ თანამოსაუბრეს მცდარი სტატისტიკა მოუყვანა მაგალითად 11000 (რეალურად 12500 – რედ.).

შეგახსენებთ, ადრე ზორიამ განაცხადა, რომ მასთან უფრო მეტი მრევლი დადის, ვიდრე უწმინდეს მიტროპოლიტ ონუფრესთან, ასევე ჯვრით მსვლელობას უწოდა «უკრაინაში მშვიდობის დარღვევა».

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus