მეუ-ს „იერარქმა“ რკე-ს ეპისკოპოსის კუბოსთან პანაშვიდი გადაიხადა

უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „იერარქი“ პაისი პანაშვიდს იხდის კათოლიკე ეპისკოპოსის კუბოსთან ჟიტომირში. ფოტო: kzd.org.ua

კათოლიკე ეპისკოპოსის წესის აგებაზე ჟიტომირში უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიიდან ჩამოვიდა „ეპისკოპოსი“ პაისი შემოსილი, საკმევლითა და ჯვრით.

2021 წლის 7 აპრილს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ჟიტომირისა და ოვრუჩის ეპარქიის მმართველმა, „ეპისკოპოსმა“ პაისიმ პანაშვიდი გადაიხადა რომის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსის იან პურვინსკის კუბოსთან ჟიტომირის კათოლიკურ ეკლესიაში, იუწყება რომის კათოლიკური ეკლესიის კიევისა და ჟიტომირის ეპარქიის საიტი.

გამოქვეყნებულ ფოტოზე უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „იერარქი“ შემოსილი, საკმევლითა  და ჯვრით  დგას კათოლიკე ეპისკოპოსის კუბოსთან. რომის კათოლიკური ეკლესიის ეპარქიაში აღნიშნავენ, რომ „ეპისკოპოსი“ პაისი პირადად იცნობდა და მეგობრობდა იან პურვინსკისთან, რომელიც 2011 წლიდან სათავეში ედგა რომის კათოლიკური ეკლესიის კიევისა და ჟიტომირის ეპარქიას.

მეუ-ს „იერარქი“ შემოსილი, საკმევლითა და ჯვრით რომის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსის კუბოსთან. ფოტო: kzd.org.ua

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უნიატებმა  და კათოლიკებმა პანაშვიდი გადაიხადეს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „იერარქის“ ცხედართან.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus